loading...

«

»

თებ 04

ახალგაზრდების როლი საქართველოში ათასწლეულის განვითარების პროგრამის განხორციელებაში

ახალგაზრდული სამიტი24 ნოემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ახალგაზრდული სამიტი “ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში” გაიმართა, რომლის მსვლელობაშიც საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებმა, მათ მიერ შერჩეულმა 10 უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა და საქართველოს პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდენენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ათასწლელის მიზნებზე ხელის მოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: 1. უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; 2.მთელს მსოფლიოში დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა; 3.გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაზრდა; 4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; 5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. 6. აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა; 7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა; 8. განვითარებისთვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

სამიტზე საქართველოში ათასწლეულის განვითარების სწორედ ამ 8 მიზნის შესახებ იმსჯელეს. ახალგაზრდების მუშაობა 8 სამუშაო ჯგუფში გაგრძელდა, რომელთაც შეიმუშავეს რეკომენდაციები და წარადგინეს სამომავლო ინიციატივები თითოეული მიზნის შესაბამისად. სამიტის მონაწილეებმა კი შეკითხვებზე პასუხი სხვადასხვა სამინისტროს წარომადგენლებისგან მიიღეს.

“საქარველოში ეს სამიტი პირველად მოეწყო და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ტიპის სამიტები თითქმის ყოველწლიურად ეწყობა. მთელი მსოფლიო საზოგადოება ძალიან აქტუალურად აკვირდება ამ პროცესებს, რადგან 2015 წლისთვის ეს 8 მიზანი მიღწეული უნდა იქნას. დღევანდელ სამიტზე სამინისტროს წარმომადგენლემა შეაფასეს ქვეყანაში არსებული მდგმარეობა ამ მიზნების კუთხით. გაიმართა კითხვა-პასუხი, იყო თავისუფალი აზრის გაცვლის საშუალება, რაც დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია. საქართველოს მთავრობამ ანგარიში 2005 წელს წარმოადგინა, თბილისის მერიამ კი – 2007 წელს. მას შემდეგ ოფიციალური ანგარიში არ გაკეთებულა. დღევანდელი სამიტი კი შეიძლება ჩაითვალოს ძალიან დიდ ნაბიჯად. გამოიკვეთა ძირეული საკითხები, გაკეთდა ანგრიშები, სად ვიმყოფებით და ხვალ რა გზით უნდა ვიაროთ.ეს კი ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება,” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის” თავმჯდომარემ და პროექტის კოორდინატორმა, შმაგი ჩოხელმა.

ათასწლეულის განვითარების მიზნებისაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის თქმით, ახალგაზრდებმა საინტერესო რეკომენდაციები წარმოადგინეს და მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროცესში. მისივე განცხადებით, პარლამენტში წელს სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კონკრეტულად ზემოთხსენებული პრობლემების მიმართულებით იმუშავებს. ამასთანავე, სტუდენტებს ამ მიზნების ერთად შესრულებისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

“მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროში ამ პროცესს შეუერთდა, ყოველწლიურად ვცდილობთ ამ საკითხების მოგვარებას, რადგან სწორედ ამ მიზნების განხორციელებაა საჭირო მოსახლეობის განვითერებისათვის. ჩვენ ზოგიერთი მიმართულებით ნამდვილად წინ ვართ, ვიდრე მსოფლიოს დიდი ნაწილი. ბევრ კონტინენტზე არის საგანმანათლებლო პრობლემა, უნივერსალური ხელმისაწვდომობა საშუალო განათლებისადმი. საქართველოში კი ეს შედარებით მცირე პრობლემაა, იგივე შეიძლება ითქვას შიდსზეც. მაგრამ ჩვენ გვაქვს შიდა პრიორიტეტები. მაგალითად, ჯანდაცვის ათასწლეულების მიზნები. გენდერულ თანასწორობაზე ბევრს ვმუშაობთ და ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში საკანონმდებლო თუ საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით..” – აღნიშნა სტუდენტებთან საუბრისას გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული სამიტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისa და სოციალური დაცვის, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს ახაგაზრდული ორგანოზაციების ფორუმის მზარდაჭერით გაიმართა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის კოორდინატორი ჯეიმი მაკგოლდრიკი ახალგაზრდული სამიტის დასკვნით ნაწილს დაესწრო და ახალგაზრდების ინიციატივები გაიზიარა.