loading...

«

»

თებ 04

როგორ გახდა უსარგებლო პროდუქტები შეუცვლელი ჩვენს ცხოვრებაში…

    XX საუკუნის დასაწყისი

    შოკოლადი – შეიძინე „მეფეების საკვები“


  • რთული დასაჯერებელია, მაგრამ, ჯერ კიდევ, 100 წლის წინათ, დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდა შოკოლადისა და კოლას გემო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა არის საღეჭი რეზინა და ჩიფსები. როგორ შემოდიოდა ”საკულტო” პროდუქტები ადამიანების ცხოვრებაში და სინამდვილეში ვინ აიძულებდა მათ შეეძინათ ისინი?

თურმე, ჯერ კიდევ XVI საუკუნის შუა წლებში, განსწავლულმა ბერმა, ვინმე ბენცონმა ესპანეთის მეფეს თხევადი შოკოლადის სასარგებლო თავისებურებების შესახებ მოხსენება წარუდგინა . ეს მოხსენება მაშინვე გაასაიდუმლოეს, ხოლო შოკოლადი სახელმწიფო საიდუმლოდ აღიარეს. მისი დარღვევისთვის რამოდენიმე ათეული ადამიანი იყო დასჯილი.

დიდი ხნის განმავლობაში შოკოლადი მიღწევადი იყო მხოლოდ ძალიან მდიდრებისთვის, რადგან წარმოების პროცესი საკმაოდ რთული იყო, ხოლო ინგრედიენტები – ძვირადღირებული. მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს კონდიტერებმა შეძლეს პრაქტიკულად თანამედროვე შოკოლადის დამზადება.


რას პირდებოდნენ შოკოლადის მწარმოებლები მოსახლეობას? ეს იყო დეპრესიის მკურნალობა, განწყობის ამაღლება, ჭრილობების სწრაფი შეხორცება და ასე შემეგ.
სინამდვილეში კი, შოკოლადი აუმჯობესებს განწყობას ჰორმონალურ დონეზე, თუმცა ბოლო გამოკვლევები არც ამ უკანასკნელს ამტკიცებს.

XX საუკუნის 20-იანი წლებ

კოლა – ძალიან ტკბილი ზღაპარი


XIX საუკუნის ბოლოს დაბადებული კოკა-კოლა თავიდან კოკის ფოთლებისგან კეთდებოდა ანუ მცენარესგან, რომლისგან იღებენ ნარკოტიკულ საშუალებას – კოკაინს. ამიტომ რეკომენდაციას უწევდნენ მათ, რომელთაც მორფისგან გადაჩვევა სურდა.

მაგრამ მოგვიანებით, მის მერე, რაც 1903 წელს გაზეთმა New York Tribune გამოაქვეყნა, რომ კოლის მიღებისას შავკანიანები აფექტურ მდგომარეობაში თავს ესხმიან თეთრკანიანებს, რეცეფტში შეიტანეს ცვლილებები – კოკის ფოთლებს სასმელში აღარ უმატებდნენ.

თავის პოპულარობას კოლა უნდა უმადლოდეს, არა მხოლოდ საკუთარ უნიკალურ გემოს, არამედ კარგ მარკეტინგს ბაზარზე…. ასევე შაქრის დიდ შემცველობას. ერთი ჭიქა კოლა შეიცავს ექვს კოვზ შაქარს. სწორედ ამიტომ, შაქარზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო 1923 წელს ”პეპსი-კოლა” გაკოტრდა .შემქნელები მოსახლეობას კოლას სთავაზობდნენ, როგორც იმპოტენციის და ნერვული აშლილობის საწინააღმდეგო საშუალებას. სინამდვილეში კი, ეს სასმელი არის ანადგურებს კბილის ემალს და ასუქებს.

XX საუკუნის შუა წლები

ხსნადი ყავა – ეფექტის მისაღწევად კარგად გათქვიფეთ


არაბეთის აღმოსავლეთის მაცხოვრებლებმა, ჯერ კიდევ, XIII საუკუნეში იცოდნენ ყავის მარცვლების გამოშრობა, მოხალვა და ცხელი წყლის დასხმა. 1683 წელს ვენასთან თურქების დამარცხების შემდეგ, ყავა ევროპელებმა გაიცნეს: თურქების მიტოვებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს მარცვლების მარაგები. ჯერ კიდევ, 1901 წელს აშშ-ში გახსნეს ხსნადი ყავის რეცეფტი, თუმცა არ აღმოჩნდნენ მსურველები სხვა ქვეყნებშიც გაევრცელებინათ.

1938 წელს შვეიცარულმა ფირმამ, რომელიც სპეციალიზებული იყო ბავშვთა ხელოვნურ კვებაზე, დააპატენტა თავისი ხსნადი სასმელი, რომლის გამოშვება შეათანხმა ბრაზილიის მთავრობასთან და მასთან ერთად ყავის მარცვლებსაც ყიდდა. რეკლამამ და მომზადების სიადვილემ ის პოპულარული გახადა და ბევრს მოეწონა.ხსნადი ყავის შექმნელები ამტკიცებდნენ, რომ მისი გემო და ზემოქმედება ნატურალურ ყავას უტოლდებოდა.სპეციალისტების მტკიცებით, სინამდვილეში ეს ასე არ არის: მოდუღებული ყავის გემომდე ხსნადი ყავა, ჯერ კიდევ, შორსაა.

XX საუკუნის 50 – 70-იანი წლები

საღეჭი რეზინა – შეიძლება თუ არა გაბერო ბუშტი კოსმოსში?


ეს არის მაგალითი იმისა, რომ საგანი, რომელიც ზოგადად უსარგებლოა, გადაიქცა ერთ-ერთ პოპულარულ პროდუქტად. კონკურსებიც კი არის ”ვინ გაბერავს ყველაზე დიდ ბუშტებს”. გამოვლენა ამერიკაში 106 წლის მოხუცი ქალიც კი გამოვლინეს, როგორც ყველაზე წლოვანი მოყვარული საღეჭი რეზინის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ასტრონავტები ყიდდნენ გამოცდილებას ორბიტაზე: შეიძლება თუ არა გაბერო ბუშტი საღეჭი რეზინით უწონობის მდგომარეობის პირობებში? აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია.

საღეჭი რეზინის შექმნელები თვლიდნენ, რომ ის არის კბილის ჯაგრისი შემცვლელი.
სინამდვილეში კი ის არის არაესტეთიური გართობა. ხშირი გამოყენების შემთხვევაში კი ქმნის კუჭის დაავადებების საშიშროებას.

XX საუკუნის 80 – 90-იანი წლები

მიუსლი – როგორ გავყიდოთ დიეტა პაკეტებში?

როგორ გააკეთო პოლუფაბრიკატი, რომელსაც გამოიყენებენ ფაფის სწრაფი მომზადებისათვის? მაქსიმილიან ბირჰერმა, პროფესიით ექიმმა, ჯერ კიდევ 1900 წელს გამოიგონა. მაგრამ ვიდრე ეს გამოგონება ამერიკელი ჯონ კელოგუსთვის თვალში საცემი არ გახდა, მიუსლიზე მანამდე არავის არც კი სმენია. კელოგი სანატორიუმის მფლობელი იყო, სადაც დიეტური კვების დახმარებით მკურნალობდნენ ამერიკელი ცნობილი ადამიანები.

იდეამ, გაყიდო დიეტა, დააფასოვო ის პაკეტებში კელოგი მოიყვანა აღფრთოვანებაში. მაგრამ ნამდვილი ”დღესაწაული” მშრალი საუზმის მწარმოებლებისათვის დადგა, მაშინ როდესაც 80-იან წლებში ჯანმრთელობის ბუმი დაიწყო.გამომგონებლები ფიქრობდნენ, რომ ის იყო სასარგებლო დაბალანსირებული საკვები, რომელიც ეხმარება წონის დაკლებაში.

სინამდვილეში კი, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, დერმატიტი, სტომატიტი, ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება. გარდა ამისა, მშრალი საკვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს ნამდვილი, ნატურალური ფაფების შემცვლელად.