loading...

«

»

თებ 05

დიეტა – ადამიანის ახირება, რომლისაც ტვინს საშინლად ეშინია!


ქალბატონები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე აქტიურად იწყებენ გარეგნობაზე ზრუნვას და გულმოდგინედ ეძებენ “სწრაფმოქმედი” დიეტების რეცეპტებს. ამ დროს კი ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ მათ უარყოფით მხარეებზე.

რა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებურმა და არასწორმა დიეტამ?

  • დიეტების უმეტესობა ცხიმებს კი არ წვავს, წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან; ან უფრო უარესი – წვავს ცილებს, მათ შორის, კუნთოვან ქსოვილს. თუ მორიგი მოდური დიეტით – “10 კგ-ის დაკლება 10 დღეში” – ისარგებლებთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს, რაც დაკარგეთ, აუცილებლად მე-11 დღეს აინაზღაურებთ. წმინდა ფიზიოლოგიური მიზეზის გამო, ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, დღე-ღამეში 1 კგ ცხიმი დაკარგოს (ეს ხდება მხოლოდ ძალიან საშიში და მძიმე დაავადების დროს). სრული შიმშილობის დროს, ორგანიზმი საკუთარ რეზერვებს ხარჯავს, ის დღეში 250 გ ცხიმს კარგავს, ე.ი. – თვეში, არა უმეტეს 7-8 კგ-ისა. თუმცა, სინამდვილეში, ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია იმის გამო, რომ მეოთხე დღეს, ორგანიზმი ენერგოხარჯვის შემცირებას იწყებს;
  • თუ ხშირად ხართ დიეტაზე, ფრთხილად იყავით – ცელულიტი არ გაგიჩნდეთ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს დამოკიდებულება წონის ხშირ დაკლებასა და ბარძაყებზე უხეში კანის, ე.წ. “ფორთოხლის ქერქის” გაჩენას შორის;
  • თუ არ შეგიძლიათ ფუნთუშებსა და მაკარონზე უარის თქმა, ამისთვის საკუთარ თავს ნუ ეტყვით საყვედურს, პირიქით – უარიც კი არ თქვათ მათზე. ოღონდ გახსოვდეთ: თუ წონის შენარჩუნება გსურთ, ამ პროდუქტებთან ერთად, ცხიმის მოხმარებაც მინიმუმამდე შეამცირეთ;
  • თუმცა, საერთოდ, ცხიმის გარეშე არსებობაც შეუძლებელია: ორგანიზმს ქოლესტერინი ესაჭიროება და ამასთან ვერაფერს გახდებით. თუ გადაწყვეტთ, რაციონიდან ცხიმი ამოიღოთ, მოემზადეთ უარესისთვის: ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ნაღვლის დაგროვება და სხვა უსიამოვნებები არ აგცდებათ. ამიტომ, უბრალოდ, დაიცავით ზომიერება და ნაღების ან ქონის ნაცვლად, უპირატესობა მცენარეულ ზეთს მიანიჭეთ;
  • ბოლო დროს გავრცელებული აზრის მიხედვით, ნელ-ნელა ჭამა წონაში დაკლებას უწყობს ხელს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საკვების მიღების სისწრაფე ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე გავლენას სულაც არ ახდენს.
  • როგორც აღმოჩნდა, იმ სიჩქარით უნდა ჭამოთ, რასაც თქვენი ორგანიზმი მიეჩვია და ითხოვს, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ჩვეულებრივზე ნელა ჭამონ, უფრო მეტს მიირთმევენ.


და მაინც, დიეტა ეს არის საქციელი – რომლისაც საშინლად ეშინია ჩვენს ტვინს, ქვეცნობიერს და თქვენ წრმოიდგინეთ ორგანიზმსაც კი.მაშინვე როგორც კი ორგანიზმი ხვდება რომ თქვენ მას გამიზნულად აკლებთ რაღაც საკვებს, მაშინვე უშვებს სიგნალებს ტვინთან და გაიძულებთ რომ 2ჯერ მეტად იტანჯოთ და 3ჯერ მეტად გშიოდეთ ვიდრე დიეტამდე, უფრო მეტიც, დიეტის შემდეგ, ორგანიზმი ისეა შეშინებული რომ ყველა მიღებულ უკვე არადიეტურ საკვებს ელვის სისწრაფით იპყრობს და აგროვებს ქონის სახით ორგანიზმში.

ამიტომ მკაცრ დიეტებს და ორგანიზმის შეშინებას თავი დაანებეთ და გადადით უფრო ენერგიულ და ეფექტურ ცხოვრების სტილზე !!!