loading...

«

»

თებ 05

LG Optimus 3D, რომელსაც სათვალეები არ სჭირდება

სამხრეთკორეულმა კომპანიამ LG განაცხადა, რომ Mobile World Congress-ზე სმარტფონს Optimus 3D წარმოადგენს. როგორც ამტკიცებენ, ეს მსოფლიოში პირველი 3D-სმარტფონია, რომელსაც არა მარტო სამგანზომილებიანი სურათის გამოსახვა შეუძლია, რომელიც სპეციალური სათვალეების გარეშეც ჩანს, არამედ 3D-ვიდეოსაც ჩაიწერს.

LG დეტალების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კამერაში ორი ობიექტივი, HDMI-სარჭია გამოყენებული და არის ტექნოლოგიის DLNA მხარდაჭერა ტელევიზორზე კონტენტის გადასაცემად. თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელი Optimus-ბის შესაძლებლობებს, მაშინ ბოლო მოდელში 3D ადგილი ორბირთვიანი პროცესორისთვის, Wi-Fi, Bluetooth, NFC, microSDHC-აც მოიძებნება.

MWC-ის სტუმრებს სიახლის ნახვა 14-დან 17 თებერვლამდე სტენდზე LG #8B178 შეეძლებათ.

წყარო: lgnewsroom.com