loading...

«

»

თებ 08

სიტყვებით თამაში

თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ყველა ინგლისურ ფონტში, როგორც სურათზეა ნაჩვენები,  წერია შემდეგი: The quick brown fox jumps over the lazy dog. ამ ფაქტმა მეტად დამაინტერესა და გადავწყვიტე გამეგო თუ საიდან მოდის და საერთოდ რას ნიშნავს ეს ფრაზა. მივდექ–მოვდექი, შევაწუხე ხალხი (ხალხში wikipedia და google იგულისხმება) და გავარკვიე, რომ ეს არის ფრაზა, რომელიც შეიცავს ყველა ინგლუსურ ასოს. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა დაითვალოს ასოების რაოდენობა წინადადებაში, აღმოაჩინოს რომ 35–ია და თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკოს: “ჰმ, ეშმაკამაც დალახვროს ეს პოსტი, წესით ხომ 26 უნდა იყოს?” (ამ ყველაფერს იმიტომ ვვარაუდობ, რომ სწორედ ასე გავიფიქრე მეც :D ). საქმე იმაშია რომ ეს ფრაზა არც ისე ოროგინალურია, რომ ერთი წინადადება  26–ივე ასოთი იყოს წარმოდგენილი და არცერთი მათგანი არ მეორდებოდეს. უბრალოდ არის მასში რაღაც მახვილგონივრული. ეს მახვილგონიერება კი როგორც ცნობილია, როგორც ცნობილია რა… როგორც ძია wiki–მ მითხრა, პირველად დაიბეჭდა ჟურნალში The Michigan School Moderator, რომელიც 1885 წლის 14 მარტს თავის მკითხველებს, კერძოდ კი მასწავლებლებს, ურჩივდა, მოსწავლეების წერაში გასავარჯიშებლად ზემოთაღნიშნული ფრაზა გამოეყენებინათ…