loading...

«

»

თებ 08

ღმერთო დაგვიფარე ჩვენ(რასისტები) და ადამიანები…

სიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება, იმის შესახებ რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე.

როცა “განივში” შევედი, იქ არც კონსულტაცია და არც ჯგუფელთა წრე დამხვდა, შესაბამისად, ისევ იმ ავტობუსს მივაშურე, რომელმაც “ცოდნის ტაძრამდე” მომიყვანა. :D მძღოლს უკვე დაეძრა კარჩაკეტილი ტრანსპორტი, თუმცა ჩემმა მუდარით სავსე თვალებმა, ალბათ, მასში სიბრალულის გრძნობა გააღვიძა და  მეც აკრობატულად შევხტი ასე 20 კმ/სთ–ით მიმავალ ავტობუსში, ჩავებღაუჭე რაცხას ან ვინცხას და მძღოლს მადლობა გადავუხადე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ იმ ადგილიდან განვაგრძობ თხრობას, სადაც მძღოლის “ყვითელა” უკვე “პავლოვის” ქუჩას მიაპობდა. გაჩერებაზე ორი ინდოელი სტუდენტი ამოვიდა და ბილეთების ყუთის სიახლოვეს მიეყუდა “კედელს”. (მოქმედება ხდება აი იმ ავტობუსში, არც დზაან დიდი როა და არც დზაან პატარა, ხვდებით ალბათ ;) ) მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი ადგილი(ბოლო რიგის მარცხენა უკიდურესი სკამი) თავისუფალი იყო, მაინც სადღაც შუაში ვიჯექი ამ ინდოელების მახლობლად, რადგან უკანა რიგები მოხორხოცე ქართველ სტუდენტებს, რამდენიმე ბიჭსა და ერთ გოგონას დაეკავებინა.

რომელიღაც გაჩერებაზე ყველასთვის არასასურველი სახეები – კონტროლიორები გამოჩდნენ. უბილეთო მგზავრებმა არ დაახანეს და ზოგო აქედან ზოგოც კი იქედან ეცა “უცვოდელ” ყუთს. ინდოელმა სტუდენტებმაც მალევე იშიშვლეს “ბუმაჟნიკები” და ხურდები ააჩხრიალეს. ჩემდა გასაკვირად, კონტროლიორებს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამთ და არც ყუთისთვის ხელის აფარებ–დაფარება დაუწყიათ. თუმცა მოვტყუვდი… რადგან, ეს, ასე ვთქვათ, “გატარება” თურმე მხოლოდ თეთრკანიან მგზავრებს ეხებოდა… :@ შეამჩნია რა, ერთმა “გველმა” ბილეთების მეთვალყურემ, რომ ერთ–ერთი ინდოელი საკმარის ხურდა ფულს მგზავრობის საფასურის გადასახდელად ვერ პოულობდა, იმ წამს მიეახლა და რაც შეიძლება ინდური აქცენტით დაუმარცვლა: პას–პორტ! შემდეგ კი ხელის სხარტი მოდზრაობით აღუწერა მოთხოვნილი საბუთის ფორმა. ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორა შედეგის მისაღწევად, მაგრამ არც ინდოელი აღმოჩნდა ნაკლები “გველი” და ყველა მოთხოვნაზე ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, თითქოს საერთაშორისო სიტყვა პასპორტი არასოდეს გაეგონა :D მოკლედ რასიზმის მარტივი გამოვლინება მალევე დამთავრდა, რადგან შემდეგი გაჩერება მოახლოვდა და კოლეგის ნათქვამით(დაანებე თავი, ამათაც ახლა არ იციან ქართული…) დაშოშმინებული მებილეთე უკმაყოფილოდ ჩავიდა. თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულებულა…

ზემოთ აღნიშნულმა მოხორხოცე ბანდის ერთ–ერთმა წევრმა, რომელიც გახარებული იყო იმით, რომ ქართულის გაკვეთილის ჩატარებით გართულმა მებილეთეებმა მათთან შესამოწმებლად მისვლა აღარ ისურვეს, აღნიშნა: “შეულოცა ამ შავმა და იმიტო ჩავიდნენ ესე მალეო”. ასეთ უებრო “ღადაობას”, რა თქმა უნდა, ყურისწამღები სიცილი მოჰყვა :@ ამის შემდეგ სხვა “ღადავისტებმაც” გადმოანთხიეს იუმორი და არაერთი ეპითეტით შეამკეს ინდოელი სტუდენტები. ხო, და თან, რაც შეიძლება ხმამაღლა იცინოდენ, მათ ხომ გოგოც ახლდათ… (chuckle)
ბანდამ თანდათან შეატყო, რომ ინდოელებს შეურაცჰყოფა არ ესმოდათ, ასე კი, ყველაფერს აზრი ეკარგებოდა. გამოსავალი მალევე გამოჩნდა… “ჯიმი ჯიმი, აჯა აჯა” გაიხსენა რომელიღაცამ და  შედეგმაც არ დააყოვნა: ფერადკანიანების გაკვირვებული მზერა მათ ბანდას ცოტა ხანს არ მოსწყვეტია. ამის შემდეგ კი გინებაც გაისმა ინდოელების დედების მიმართ, მაგრამ ფაქტი უნდა აღინიშნოს: რასისტები არც საკუთარ დედებს ივიწყებდნენ! (devil) ბოლოსკენ იმასაც გამცნობთ, რომ  ყველაზე ენეწყლიანმა მეტად ფრთიანი ფრაზა გამოაცხო და ამხანაგებს წარუდგინა:  21–ე საუკუნეში ზანგები უნდა დადიოდნენ საქართველოში, ჩემი დედაო?.. :@ :@ :@

ამ ნაამბობის მერე დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია, მე მხლოდ ერთს დავამატებ: თუ “დედამიწას სიყვარული ატრიალებს”, მაშინ ცოტა მეტი პატივი ვცეთ და მეტად გვიყვარდეს ჩვენი “არათანამეკანეები”, თორემ ეს პატარა დედაპლანეტა შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგვიჩერდეს! ;) ))))))