loading...

«

»

თებ 10

მოხდენილი 23″ Full HD-მონიტორი Packard Bell Maestro 230 LED

კომპანიის Packard Bell პროდუქციის ასორტიმენტში ფართოფორმატიანი 23-დიუმიანი თხევადკრისტალური დისპლეი Maestro 230 LED გამოჩნდა, რომელიც ძალიან ეფექტური ასიმეტრიული დიზაინით გამოირჩევა.

სიახლის ეკრანის გარშემო პრიალა გამჭვირვალე კანტი აქვს შემორტყმული, აქვს თეთრი შუქდიოდიანი მინათება და თხელ ალუმინის დგარზეა, რომელიც გვერდითაა გაწეული. ამასთან, მოდელი ხასიათდება Full HD-გარჩევადობით 1920 x 1080 პიქსელი, გამოხმაურების დროით 5 მწმ, დინამიური კონტრასტულობით 12000000:1 და სიკაშკაშით 250 კდ/მ2. რაც შეეხება საკომუნიკაციო შესაძლებლობების ნაკრებს, ისინი წარმოდგენილნი არიან D-Sub, DVI და HDMI.

მოსალოდნელია, რომ ევროპის ტერიტორიაზე ეს პროდუქტი გაყიდვაში ამ წლის აპრილში გამოჩნდება 200 ევროდ.

წყარო: