loading...

«

»

თებ 10

ტომოგრაფი უცხო ენებისადმი მიდრეკილებას გამოამჟღავნებს

ჰონკონგის უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, ადამიანის ტვინის რომელი ნაწილია პასუხისმგებელი უცხო ენის წარმატებით ათვისებაზე. ლინგვისტებს ამაში ტომოგრაფი დაეხმარათ, — ნათქვამია ჟურნალში PNAS გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 14 ბიჭმა და 12 გოგონამ, რომელთა ასაკია 10 წლამდე და რომლებმაც ინგლისური ენის შესწავლა 6 წლის ასაკში დაიწყეს. ექსპერიმენტი რამოდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად მკვლევარები ბავშვების ტვინის სკანირებას ახდენდნენ მარტივი ლინგვისტური ამოცანის ამოხსნისას: ბავშვებს უნდა განესაზღვრათ, აქვს თუ არა წარმოდგენილ სიტყვას აზრობრივი დატვირთვა, თუ ეს მხოლოდ ასოების ნაკრებია. ამასთან, ტვინი ლექსიკურ ერთეულებს აფასებს, რომლებიც ნებისმიერი სიტყვის საფუძველშია. საკონტროლო ამოცანაში ბავშვები სურათზე ისრის მიმართულებას განსაზღვრავდნენ, რაც აგრეთვე მარტივი ლოგიკური ტესტია, მაგრამ ამასთან მოკლებულია ლინგვისტურ საფუძველს.

ტომოგრაფის დახმარებით სკანირება გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მოცემულ მომენტში ტვინის რომელ ნაწილში მიმდინარეობს ჟანგბადის უფრო აქტიური შთანთქმა, რაც აზროვნების პროცესში მისი მონაწილეობის ხარისხზე მეტყველებს.

მიღებულმა მონაცემებმა უჩვენა, რომ ლინგვისტური ტესტის გადაწყვეტისას სფეროების საკმაოდ დიდი რაოდენობა აქტივირდება, მაგრამ წარმატებით ორი ზონა მოდის თანაფარდობაში – მარცხენა ნახევარსფეროში არსებული თითისტარისმაგვარი და კუდიანი სხეული.

მკვლევარები აგრეთვე მივიდნენ დასკვნამდე, რომ უცხო ენაზე ახალი სიტყვების შესწავლის პროცესში ეს ნეირონული კონტური იგივე საგნებზე მშობლიურ ენაზე ცოდნას ახშობს.

წყარო: PNAS