loading...

«

»

თებ 11

Euromasters კლასიკური Porsche-ს ელექტრო ვერსიებს გვთავაზობს

კლასიკური სპორტული მანქანების დამფასებლები და კონკრეტულად გერმანული Porsche-ს თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულნი ირინდებიან, 356 Speedster და 550 Spyder მხოლოდ ხსენებაზეც კი. ამ სპორტული ავტომობილების გამოშვებით შტუტგარტელი ოსტატები სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში – ამ ბოლიდების უკვე კლასიკად ქცეულმა დიზაინმა და სარბოლო საგვარეულო ნუსხამ Porsche ჩვეულებრივი ავტომწარმოებლიდან ლეგენდად აქციეს. აღდგენილი მანქანები აუქციონებზე ასეულ ათასობით დოლარად იყიდება, თუმცა ისინი, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ, გაცილებით იაფი ღირს. საქმე კი ის გახლავთ, რომ ისინი მთლიანად ელექტრულნი არიან.

კალიფორნიულმა კომპანიამ Euromasters თავი ზედმეტად არ აიტკივა და 356 Speedster და 550 Spyder-ის ელექტრო კოპიები ერთნაირი ძალოვანი დანადგარით აღჭურვა. კონფიგურაციაში გათვალისწინებულია 120-ძალოვანი ძრავი, რომელიც რეტრო-სპორტულ მანქანებს 160 კმ/სთ-ის განვითარებისა და ერთი დატენვით 320 კმ-ის დაფარვის შესაძლებლობას აძლევს. დინამიკა 0-100 კმ/სთ უბრალოდ არაჩვეულებრივია – სულ რაღაც 5,6 წმ, რაც თითქმის 4 წმ-ით სწრაფია ორიგინალური ბენზინის 356 Speedster-თან შედარებით.

Speedster-თვის $49900-ის გადახდა მოუწევს მსურველს, იმისთვის კი რომ James Dean Edition Spyder-ის ბედნიერი მფლობელი გახდეთ, აუცილებელია დამატებით $5 ათასიც გქონდეთ. მხოლოდ ნუ დაივიწყებთ, რომ ჯეიმს დინი ავარიაში 550-м Porsche მოხვდა, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება უსაფრთხო მანქანის განსაზღვრებაში… თუცა, ვინ შეიძენს რეტრო-ავტომობილს უსაფრთხოებიდან გამომდინარე?

წყარო: engadget.com