loading...

«

»

თებ 12

10 ფაქტი არაყზე

გაგრძელებაში შეიტყობთ ბევრს არაყის შესახებ, რაც არ გსმენიათ…

1. სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით, არაყი ყველაზე სუფთა სასმელია მსოფლიოში, რადგან იგი შეიცავს ყველაზე ნაკლებ რახის ცხიმს (ეს მე არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ალბათ ალკოჰოლის მოყვარულებს ეცოდინებათ:) )

2. 1 ლიტრი არაყი იწონის 953 გრამს.

3. 1865 წლის 31 იანვარს მენდელეევმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,სპირტის კავშირი წყალთან”.

4. 1885 წლამდე არაყი მხოლოდ ვედრებით იყიდებოდა და თითო ვედროში 12,3 ლიტრი არაყი ჩადიოდა.

5. ეკატერინე II დროს არაყი ითვლებოდა ყველაზე ელიტარულ სასმელად მსოფლიოში.

6. თურმე, ცდებიან ისინი, ვისაც გონიათ, რომ არაყი არ ფუჭდება. არყის შენახვის ვადაა 12 თვე.

7. მიღებისას არაყი უნდა იყოს 8-10 გრადუსი ცელსიუსით. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი გემოს კარგავს. ამიტომ კაფეებში ზედმეტად გაცივებულ არაყს ყიდიან, რათა მისი დაბალი ხარისხი დამალონ. (აი, თურმე რაშია საქმეეე ; )

8. არაყის პირველსახე (,,აკვა-ვიტა”) რუსეთში იტალიელებს შეუტანიათ 1429 წელს.

9. პირველი ფირმული არაყი, რომელიც დარეგისტრირდა რუსეთში, იყო «Московская Особая», რომელიც დაპატენტდა 1894 წელს.

10. თურმე, ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში არაყს აწარმოებდნენ იმერეთში და არა კახეთში, როგორც უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ რუსი ელჩები, რომელთაც ეს ინფორმაცია შემოგვინეხეს ამბობდნენ, რომ იმერლებს მაინც ღვინო ურჩევნიათ არაყსო.

P.S. ,,ღვინის ძმა არის, მაგრამ სხვა არისო”, ასე ამბობენ საქართველოში…. :)