loading...

«

»

თებ 17

ფაქტები, რომლებსაც ახსნა არა აქვთ

საბედისწერო დამთხვევები თუ სამყაროს არითმეტიკა?!

ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.

რა არის ეს, დამთხვევა თუ სამყაროს უცნაური თამაში?! ზოგი ასეთ ფაქტების “დამთხვევას” ცრურწმენას ეძახის, ზოგი ბედისწერას, ზოგიც კარმას.

შექსპირის გვარი ბიბლიაში
ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. რატომ? ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა “shake” (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი “spear” (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა “shakespear” (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო…

666
ნუმეროლოგების უდიდეს ყურადღებას იქცევს ასევე 666 – “მხეცის ციფრი”, რომელიც ბიბლიაში, იოანეს “გამოცხადებაშია” მოხსენიებული. ნუმეროლოგების გამოთვლებით ეს რიცხვი ე. წ. “რიტუალის ფორმულაშივ საკმაოდ ადვილად იხსნება. ეს ფორმულა გახლავთ ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა: “N2 ( N2 + 1) : 2″. ამ ფორმულაში თუ N-ის მაგივრად 6-იანს ჩასვამთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: 62 ( 62 + 1) : 2 = 666. რადგან 36 ( 36 + 1) : 2 = 1332 : 2 = 666.
6-იანი კი მატერიალური, შეიძლება ითქვას ფინანსური სამყაროს ციფრია, ამიტომ ნუმეროლოგების რწმენით ადამიანების ცდუნება და რწმენის უარყოფა უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო მოხდება (გავიხსენოთ, ზოგიერთი სექტის მცდელობები, რომ ადამიანების გადაბირება სწორედ ფინანსური საშუალებებით შეძლონ).

ფროიდის ნუმეროლოგიური მანია
თავი რომ გავანებოთ, პითაგორას, ალბერტ დიდის, აგრიპას ნაშრომებს, ციფრების მიმართ გულგრილი თვით ფსიქოანალიზის “მამა” ზიგმუნდ ფროიდიც არ იყო. მას სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლეობდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, “მამრული” და “მდედრული” ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.

ვაგნერი და რიცხვი 13
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.