loading...

«

»

თებ 20

Mercedes-Benz SL 65 AMG

AMG-ს ჩვეულებრვილი ავტომობილებისაგან განსხვავებით, რომლებიც მერსედესის საერთო კონვეირზე იწყობიან, “შავი” მანქანები პირდაპირ AMG Performance Studio -ში იქმნება – იქვე, სადაც ძრავები. ახალი SL 65 AMG-ი რომ “გააშავონ”, პირველ რიგში დაკიდების სისტემიდან ABC-ჰიდრავლიკას ექაჩებიან, მის ნაცვლად კი სრულიად რეგულირებად ზამბარულ დაკიდების სისტემიდან აყენებენ. შემდეგ როდსტერს დასაკეც სახურავს აშორებენ და მის ნაცვლად ნახშირბად-პლასტიკის სახურავს აყენებენ უსაფრთხოების ინტეგრირებული არკით.
შემდეგ, 250 კგ-ით გამხდარი ავტომობილის “კაპოტქვეშ” 6-ლიტრიანი ბიტურბირებული V12-ი დააბრუნეს. მხოლოდ, მასში უკვე 612 კი არა, გაცილებით მეტი “ბედაურია” გამოკეტილი. მასზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა მასში უფრო ეფექტური ტურბოკომპრესორები დააყენეს. ასევე, სარქველების ოპტიმიზირებული ჰაერშემკრებები, ახალი შემშვები კოლექტორი, 30 %-ით უფრო ეფექტური ინტერქულერი და ორიგინალური გამომშვები სისტემა – შედეგი თავბრუდამხვევია. ბრუნვის მომენტმა 1200 ნმ-ს მიაღწია!
ამას ყველაზე მოწინავე 5-საფეხურიანი ავტომატი AMG Speedshift-იც კი ვერ “გადახარშავდა”. ამიტომ, 2200-4200 ბრ/წთ მომენტი იძულებით შეზღუდეს 1000 ნმ-ზე. საბოლოოდ, 5400 ბრ/წთ-ს ძრავი ავითარებს 670 ცხ.ძ. სიმძავრით. “მხურვალე გული” რომ არ გადაირიოს, უკანა დიფერენციალი 40 %-იანი დისკური ბლოკირებით – გაგრილების საკუთარი სისტემით აღიჭურვა. იგივე ხდება CLK Black Series-შიც.
იმის გასაგებად, რამდენად სწრაფია შავი SL-როდსტერი, დაგვეხმარება ფაქტი, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონიკით არის შეზღუდული 320 კმ/ სთ-ზე. უფრო ჩქარა სიარულის უფლებას მას საბურავები არ აძლევენ – თუნდაც ისეთი თანამედროვეები, როგორებიცაა Dunlop Sport Maxx GT. SL -ი 0-100 კმ/სთ ინტერვალს 3.9 წმ-ში ფარავს (0.3-ით უკეთესი შედეგია SL 65 AMG-თან შედარებით), ხოლო 200 კმ/სთ სიჩქარეს – 11 წმ-ში კრეფს.
კიდევ უფრო დაბლაა დაწეული მასათა ცენტრის გარდა გაფართოების ასეთი ეფექტი წინა არხის განის 97 მმ-ით და უკანასი – 85 მმ-ით გაზრდის შედეგია. ტრეკზე როდსტერის “დამორჩილებაში” კი სტაბილიზაციის კარგად გაწვრთნილი სისტემა დაგეხმარებათ. მას არა მხოლოდ დამატებითი რეჟიმი Sport -ი აქვს, არამედ საკუთარი სახელიც — ESPÒ. ავტორების აზრით, ორიგინალი მუხრუჭები – 65 AMG, საკმარისად “შავია”. წინა კომპოზიტური დისკების დიამეტრია 390 მმ, ხოლო უკანასი – 360 მმ.
ამბობენ, რომ სულ 350 “შავი” როდსტერი გამოვა – მათგან 2 ასეული უკვე დაბრონილია აშშ-სათვის. თანაც იმის მიუხედავად, რომ SL 65 AMG Black Series-ს ფასებიც კი არ არის ცნობილი. პირველი ეგზემპლიარები მომხმარებლების ხელში ნოემბერში მოხვდება. ერთი შეკითხვაღა რჩება, ამის შემდეგ რომელი მერსედესი “გაშავდება”? ფეის-ქარები უკვე გამოილია. მაგრამ “სასწრაფო დახმარება” – C 63 AMG – არსებობს, რომლითაც ფორმულა 1-ს ოფიციალური ექიმი სიდ უოტკინსი სარბოლო ტრასებზე დაბრძანდება.