loading...

«

»

თებ 28

HTC Eerie HD3: სამი ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტი

ისე მოხდა, რომ კომპანიის HTC ყველაზე საინტერესო და სასურველი პროდუქტებს სახელში აქვთ ასოები HD. ყოველთვის ეს ინდექსი მწარმოებლისთვის მცირე, ხანდახან კი მნიშვნელოვან გარღვევას ნიშნავს; ამ მარკის თაყვანისმცემლებისთვის მხოლოდ ერთი მოდელი HD7 უქმნის უხერხულობას, ისიც იმიტომ, რომ ოპერაციულ სისტემისადმი Windows Phone 7 ჯერჯერობით კიდევ მრავალი პრეტენზია არსებობს. ამიტომ, თავდაპირველ ნუმერაციასთან დაბრუნება და HTC HD3-ის რელიზის დალოდება ნამდვილად ღირს.

ამ სმარტფონის საინტერესო კონცეპტის სახელია HTC Eerie HD3. მოწყობილობას მსხვილი AMOLED-დისპლეი აქვს დიაგონალით 4,7 დიუმი და გარჩევადობით 1000×600 წერტილი. კონცეპტუალური სმარტფონის უდაო ღირსებებს შორისაა ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon ტაქტური სიხშირით 2 გჰც. არის აგრეთვე 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ხოლო ჩაშენებული დამგროვებლის ტევადობაა 64 გბაიტი, ეს რიცხვი მეხსიერების კარტების microSD ხარჯზე კიდევ იზრდება. სმარტფონი მხარს უჭერს უსადენო სტანდარტების მთელს ასორტიმენტს, მათ შორის Wi-Fi, Bluetooth, GPS და 4G, აგრეთვე შეუძლია იამაყოს მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერით და ძირითადი 12-მეგაპიქსელიანით HD-ვიდეოს 1080p გარჩევადობით გადაღების მხარდაჭერით.

და ბოლოს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ მომენტს: ორბირთვიანი პროცესორი მაღალი ტაქტური სიხშირით და შედარებით დიდი ტევადობის ოპერატიული მეხსიერებით, რომლებსაც ამ კონცეპტში ვხედავთ, სრულფასოვანი კომპიუტერებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, HTC Eerie HD3-ის ავტორებმა მასზე ერთდროულად სამი ოპერაციული სისტემა «დააყენეს»: Android 2.5, Windows Phone 7 და Windows 7 Mobile Edition, ანუ სამაგიდო პლატფორმის მობილური ვერსია. ხოლო სმარტფონთან ერთად კომპლექტში შედის დოკ-სადგური: მის კორპუსზე არის HDMI-გამოსავალი, ოთხი USB 3.0 პორტი, mini USB პორტი და 3,5 მმ-იანი სარჭი ყურთსასმენებისა და დინამიკებისთვის. შედეგად ვიღებთ ნამდვილ ნეთტოპს, რომელთანაც მონიტორის, კლავიატურისა და თაგვის მიერთება შეიძლება.

წყარო: concept-phones.com