loading...

«

»

მარ 04

კულინარიული შედევრები

კულინარიული შედევრები გამომცხვარი ბადრიჯანი ყველით

მასალა:

ბადრიჯანი – 1 ცალი

პარმეზანი – 50 გ

მოცარელა – 50 გ

პომიდორი – 5–6 ცალი

ნიორი – 1 კბილი

ნიახური – 1 ძირი

ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ბადრიჯანი რგოლებად დაჭერით, მოაყარეთ ცოტა მარილი და თუშფალანგზე დატოვევთ 1 საათით. მოცარელა და პარმეზანი გახეხეთ. პომიდორი გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით. ტაფაში ცოტა ზეთი გააცხელეთ და მოშუშეთ ნიორი, ნიახური და პომიდორი. შეაზავეთ მარილით და პილპილით და ნელ ცეცხლზე 10–15 წუთი შუშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ბლენდერში გათქვიფეთ.

ბადრიჯანი ოდნავ გაწურეთ და ზეთში ორივე მხრიდან მობრაწეთ. გამოსაცხობი ფორმის ძირში პარმეზანი და მოცარელა მოაფინეთ, ზემოდან მოასხით პომიდვრის სოუსი, დაადეთ ბადრიჯნები, შემდეგ ისევ ყველი, სოუსი, ბადრიჯანი და ა.შ. ბოლო ფენა ყველი უნდა იყოს. ფორმა წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და მანამ გამოაცხვეთ, სანამ ყველი არ შეწითლდება.

ღორის ხორცი გოგრით

და ბრინჯით

მასალა:

ღორის ხორცი – 500 გ

გოგრა – 400 გ

ხახვი – 1 თავი

ბრინჯი – 100 გ

ხორცის ბულიონი – 2 ჭიქა

მცენარეული ზეთი – შესაწვავად

სანელებლები, მარილი – გემოვნებთ

მომზადება: ხორცი კუბიკებად დაჭერით, ხახვი აკეპეთ. ღრმა, სქელძირიან ქვაბში ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ და ხახვი მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ხორცი, მოურიეთ და ცოტა მობრაწეთ. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი გოგრა, შეაზავეთ სანელებლებით და მარილით, მოურიეთ და ნელ ცეცხლზე 10 წუთი შუშეთ. ჩაასხით ბულიონი, ჩაუმატეთ ბრინჯი და ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ ბრინჯი კარგად არ გაიქნება. ბოლოს მოურიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

მწვანე პომიდვრის სალათა შესანახად

მასალა:

მწვანე პამიდორი – 10 კგ

ხახვი – 3 კგ

უცხო სუნელი – 1 ჩ.ჭ.

ხმელი სუნელი – 1 ჩ.ჭ.

ქინძი – 3 კონა

ოხრახუში – 3 კონა

ზეთი – 800 გ

ძმარი – 800 მლ

ნიორი – 250 გ

მომზადება: დაჭრილ პომიდორს მარილი დააყარეთ, გააჩერეთ 4 საათი და შემდეგ კარგად გაწურეთ.

ზეთი და ძმარი წამოადუღეთ და გააცივეთ.

ხახვი, მწვანილი და ნიორი დაჭერით. სუნელები, ძმარი და ზეთი შეურიეთ, დაუმატეთ ხახვი, მწვანილები და ეს ყველაფერი მწვანე პომიდორს შეურიეთ. საჭიროების შემთხვევაში შეაზავეთ მარილით. შეგიძლიათ წიწაკაც დაუმატოთ.

სალათა თევზით, სტაფილოთი და ხახვით

მასალა:

თევზის ფილე – 600 გ

ხახვი – 2 თავი

სტაფილო – 1 ცალი

ოხრახუში – 2 ძირი

ყველი – 100 გ

მაიონეზი – 150 გ

ზეთი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ბაჰარი – გემოვნებით

მომზადება: თევზის ფილე გარეცხეთ და დიდ კუბიკებად დაჭერით. ქვაბში წყალი ჩაასხით, ჩადეთ ოხრახუში, ნახევარი ხახვი, დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, ჩააყარეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ.

სტაფილო გახეხეთ და ზეთში მოშუშეთ. ცალკე მოშუშეთ დარჩენილი დაჭრილი ხახვი. ქვაბიდან თევზის ნაჭრები ამოიღეთ და დააქუცმაცეთ. ფართო ლანგარზე პირველ ფენად თევზი დადეთ, გადაუსვით მაიონეზი, შემდეგ მოშუშული ხახვი, ისევ მაიონეზი, სტაფილო, გადაუსვით მაიონეზი, ბოლოს გახეხილი ყველი მოაყარეთ.