loading...

«

»

მარ 07

ფუტურისტული საათი Konect Tokyo

ამ საათზე პირველივე შეხედვისას ყველა თანამედროვე ადამიანს სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებთან ასოციაცია გაუჩნდება. კონცეპტის Konect Tokyo ავტორია ფრანგი დიზაინერი ოლივიე დემანჟელი (Olivier Demangel), და ეს არაა მარტო საათი, არამედ მრავალფუნქციონალური მობილური მოწყობილობა.

მოწყობილობის კონსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა იგი USB-დამგროვებლის, მუსიკალური ფლეერის, Bluetooth-გარნიტურისა და Skype-ტელეფონის სახითაც კი გამოვიყენოთ, ასეთი ფუნქციაცაა გათვალისწინებული. ავტორმა ეს კონცეპტი სტუდიისთვის Tokyoflash შექმნა, და თუ გაუმართლებს, საათი Konect Tokyo ნამდვილად გამოვა სერიულად. მართალია, მთლად გასაგები არაა, როგორ მოხდება ყველა ამ უჩვეულო ფუნქციის რეალიზება სინამდვილეში. თუმცა, როგორც აბსტრაქტული კონცეპტი ეს ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

წყარო: designbuzz.com