loading...

«

»

მარ 07

iPhone 4 მანდილოსნებისთვის შავი ბრილიანტებით Gresso-გან

კომპანიის Gresso პრეს-სამსახურმა სმარტფონის iPhone 4 Black Diamonds for Lady გამოშვება დააანონსა, რომელიც როგორც სახელიდანაც ჩანს მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი.

ამ მოდელის კორპუსის შექმნისას გამოყენებული იყო ზემდგრადი აფრიკული შავი 200 წლის ხე (African Blackwood), რომლის გამოყენებაც თავისებური სავიზიტო ბარათი გახდა Gresso-ს მობილური ტელეფონებისთვის. ამას გარდა, სიახლეში ელეგანტურადაა ინკრუსტირებული შავი და თეთრი ბრილიანტები, აგრეთვე 18-კარატიანი ოქრო და პლატინა. ძვირფასი ქვები აპარატის გვერდებზეა განლაგებული, აგრეთვე უკანა კედელზე ლამაზ უზორს ქმნიან, ხოლო ყველაზე მსხვილი შავი ბრილიანტი, რომელიც 2 კარატს იწონის, წინა პანელზე ღილაკს ალამაზებს, რომელიც თეთრ ბრილიანტებსა და ვარდისფერ ოქროშია ჩასმული.

Gresso-ს კოლექცია iPhone 4 Black Diamonds for Lady ლიმიტირებული სერიით, ინდივიდუალური შეკვეთით გამოვა. მსგავსი შედევრის შეძენა Gresso-ს ოფიციალური დილერების სალონებში იქნება შესაძლებელი ან კომპანიის საკუთარ ონლაინ-მაღაზიაში.

წყარო:Gresso