loading...

«

»

მარ 07

Sony Ericsson W508

მინმდინარე წლის იანვარში კომპანია Sony Ericsson-მა ჩვენს წინაშე Walkman ოჯახის მორიგი თაობა – მოდელი W508  წარადგინა. ტელეფონი საინტერესოა უპირველესად გარეგნულობით, რომლის შეცვლა შესაძლებელია სხვადასხვაფერი ცვლადი პანელებით, და რაღა თქმა უნდა, მთავარი კითხვა – არის კი მასში რაიმე ახალი მუსიკალურობის მხრივ? და თუმცა აპარატის საქართველოში ოფიციალურ გაყიდვებამდე დარჩენილია კიდევ 2-3 თვე, უკვე არ გვაწყენდა სიახლესთან უფრო ახლოს გაცნობა.

დიზაინი:

W508-ის გარეგნობით მიღებული შთაბეჭდილება არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, ძალიან მიმზიდველია შედარებით თხელი კორპუსი (14 მმ.), რომელიც მოსახერხებალია ნებისმირი სამოსისათვის – ქურთუკის ჯიბიდან, შარვლის და პერანგის ჯიბეებამდე. ამას დამატებული – დიზაინის გამრავალფეროვნების საშუალება სხვადასხვა ფერის ცვლადი პანელების მეშვეობით. W508 ბევრს არ იწონის – 98 გრამი, თითქმის როგორც შოკოლადის ფილა. მაგრამ აი, ტელეფონის დიზაინი როგორღაც გამოუხატველია, თითქოს ”ეშხის გარეშეა”. შესაძლოა, მრავალფერმა წინა პანელებმა გააკომპენსირონ ეს შეგრძნება.

ციფრული კლავიატურა შესრულებულია ”მეტალისფერი” პლასტმასით – ასეთი გადაწყვეტა კი ყოველთვის იაფფასიანად ჩანს, თუმცა ეს პრაქტიკულიცაა. წინა პანელს აქვს პრიალა დაფარვა, რომელიც ძალიან ადვილად ისვრება ნათითურებით (მართალია, ნათელ ფერებზე ეს ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა გარე დისპლეის და კამერის უბანი უმოწყალოდ ისვრება ყველა შემთხევაში).

კორპუსის მასალა მთლიანად პლასტმასისგანაა დამზადებული. უკანა პანელი მქრქალია (ხორკლიანი), მასზე არანაირი ნათითური არ რჩება, და ნაკაწრების მიმართაც ამტანია.

აპარატი არსებობს ორი ძირითადი ფერის: რუხი ”მეტალიკი” და თეთრი. თითოეული ამ ბაზისური ვარიანტისთვის განკუთვნილია ცვლადი პანელების თავისი ნაკრები (შეგახსენებთ, საბაზო კომპლექტში იქნება კიდევ მხოლოდ 1 დამატებითი პანელი!). რუხ კორპუსზე მიდის ნარინჯისფერი, მწვანე, მეწმული და კიდევ ერთი გაურკვეველი ფერის (Mysterious Graffiti). თეთრისთვის პანელები: ”Midnight Summer”, ”Splashed Art”, ”Radial Blue” ან ”Street Hip-hop”.

აწყობის ხარისხის მიმართ ავღნიშნავთ წინა პანელის ერთგვარ ლუფტს, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად გაჩნდება, ეს კი ბევრი გასაშლელი აპარატის უბედურებაა. სხვა საქმეა გასაშლელი მექანიზმი: იგი უხეშია, ამიტომ ტელეფონის ერთი თითით ეგრევე ბოლომდე გახსნა ყოველთვის არ ხერხდება (ხშირად ერთჯერადი ძალისხმევა ყოფნის აპარატის მხოლოდ 90 გრადუსზე გახსნას, უფრო მეტზე გასახსნელად მეტია საჭირო). აგრეთვე ისმის დაგუდული წრიპინი, როგორც დაუზეთავი სახრახნისიდან. სამაგიეროდ ტელეფონი უპრობლემოდ იხურება.

სასაუბრო დინამიკმა ხმის სიმაღლის კარგი მარაგი და ბრწყინვალე, მკაფიო საუბარი აჩვენა. რაც შეეხება პოლიფონიურს (ის მდებარეობს უკანა მხარეს, ქვემოთ), მანაც გაგვახარა: მაქსიმუმზედაც კი ხმა არ ”უხრინწიანდება”, დაბალ სიხშირეთა ნაკლოვანება შესამჩნევია, მაგრამ ის ბევრად ნაკლებია იგივე სეგმენტისა და დანიშნულების სხვა მრავალი მოდელის დინამიკებთან შედარებით. 64 – ტონალური პოლიფონია ნათლად და ჯეროვნად იჟღერება.

კლავიატურა:

ციფრული კლავიატურის რეალიზება უთუოდ პლიუსია მოდელისთვის. ღილაკები უჩვეულოდ გამოიყურებიან: დიდი, მრგვალი, თითოეულის გარშემო ნარინჯისფერი არშია, რომელიც ზუსტ დაჭერას უზრუნველყოფს თითის დასხლეტის გარეშე. და რამდენადაც დიდია ღილაკები, იმდენად დიდია მათ შორისაც ადგილი, შეცდომითი დაჭერები გამორიცხულია. და რაც მთავარია – ხანგრძლივი აკრეფის დროსაც კი თითები საერთოდ არ გეღლება, რაც ხშირად ხდება დიდად დაშორებული  ღილაკების შემთხვევებში. დაჭერა მკვეთრია, ჩქამით, თუმცა ძვრა პრაქტიკულად არ შეიგრძნობა.

მართვის კლავიშთა ბლოკის მიმართაც არაფერი გვაქვს სასაყვედურო. იგი სტანდარტულია SonyEricsson-ის აპარატებისთვის: 4 პოზიციანი სანავიგაციო, მასში ჩაწერილი ღილაკით «ОК» და გამოძახება/გათიშვის ღილაკები, რომელთა ქვემოთაც განლაგებულია ”ჩემი მითითებები” და საკორექციო ”С” მენიუს ღილაკები. ყველა ღილაკი ფართოა, მათზე დაჭერა ძალიან მოსახერხებელია. მართალია, რაღაც დროა საჭირო სოფტ-კლავიშების უჩვეულო ფორმასთან შესაჩვევად, ისინი შესრულებულია გამჭვირვალე პლასტიკის სწორკუთხა მცირე შვერილების სახით და ყველა დანარჩენ ღილაზე მაღლაა მოთავსებული. მარცხენა კუთხის მხარეს, ზემოთ, ხმის მარეგულირებელი ღილაკია, რომელიც ფოტორეჟიმში მატრიცის სინათლემგრძნობელობის რეგულირებას უზრუნველყოფს, ხოლო ლოდინის რეჟიმში ეკრანზე აჩვენებს ტელეფონის მდგომარეობას (მოდელის ნომრის, მიმდინარე პროფილის, თავისუფალი მეხსიერების და ბატარეის დატენვის დონის მითითებით). ტელეფონის ჩართვა და გამორთვა ხდება გათიშვის ღილაკით.

რაც შეეხება პანელის წინა მხარეს განთავსებულ სენსორულ ღილაკებს, მათი ერგონომიკა საკმაოდ სადავოა. მათი ამუშავება მცირე შეხებითაც კი ხდება. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ამასთან, თუ თქვენ უბრალოდ აიღებთ ტელეფონს და შემთხვევით ”გაედებით” ღილაკს – მაშინვე ჩაირთება მუსიკა. მომენტი კი შესაძლოა არც იყოს შესაბამისი. გარდა ამისა, ხშირია პლეერის ჩართვა შემთხვევითი შეხებით, როცა ტელეფონი ჯიბეში გიდევთ. ამისგან თავის დაცვა მხოლოდ ბლოკირებითაა შესაძლებელი, რომლის ცოციაც მარცხენა გვერდითა მხარეს მდებარეობს.

ბლოკირების სხვა ვარიანტი არ არსებობს: თუ თქვენ გახსნით დაბლოკილ აპარატს, მაშინ ბლოკირება ავტომატურად მოიხსნება. მაგრამ მაშინ, როდესაც გინდათ მუსიკის მოსმენა, იძულებული იქნებით ან გამუდმებით ამოიღოთ ტელეფონი ჯიბიდან და გამუდმებით ჩართოთ/გამორთოთ ბლოკირება სასურველი სიმღერის არჩევის შემდეგ, ან დაეუფლოთ სენსორული ღილაკების და ბლოკირების ”თვალდახუჭულ” მართვას, პირდაპირ ჯიბეშივე. ეს არცთუ ისე რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ღილაკები ამოშვერილადაა გაკეთებული.

აკუმულატორი:

მოდელში დევს სტანდარტული ლითიუმის იონის ბატარეა BST-39. ეს, მწარმოებელის განცხადებით, ყოფნის 10 საათიან მუშაობას საუბრის რეჟიმში და 400 საათიანს – ლოდინის რეჟიმში GSM-ის ქსელში; UMTS ქსელში ეს მაჩვენებლები წარმოადგენს შესაბამისად 4 და 400 საათს. ვიდეოზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა წესით 2 საათია. რაც შეეხება მუსიკას, გაცხადებულია 24 საათამდე მისი განუწყვეტელი მოსმენა.

ბატარეის მთლიანი დატენვისთვის საჭიროა 2 საათი; USB-თი დატენვის დროა 2,5 საათი. რაც შეეხება უწყვეტი დაკვრის დროს, მაქსიმალურ ხმაზე, ”სტანდარტული” ეკვალაიზერით, სტანდარტული ყურსასმენებით ტელეფონმა აჩვენა თითქმის 20 საათი. რეზულტატი არცთუისე ცუდია, თუმცა ცოტათი ჩამოუვარდება გაცხადებულს. მართლაცდა, ვინ უსმენს მობილურიდან მუსიკას 20 საათი უწყვეტად? ყოველდღიურ მოხმარებაში კი (დაახლოებით 20 წუთი საუბარი დღეში, გამუდმებით ჩართული Bluetooth, კამერის, თამაშების, პლეერის და რადიოს პერიოდული მოხმარება) სრულად დატენილი ბატარეა ყოფნის დაახლოებით 2,5 დღეს.

დისპლეი:

დისპლეი მოდელში შედარებით კარგია, მაგრამ არაფრით განსაკუთრებული (TFT, 240х320 წერტილი, 2,2”). ფერთაგადმოცემის ხარისხი თავის სიმაღლეზეა. ინტერფეისის გასაფორმებლად ხელმისაწვდომია ფონისათვის ნახატები, თავსართები, მისალმებები… აქ ყველაფერი სტანდარტულია. აქვს 4 წინასწარდაყენებული თემა: «Clarity», «Walkman», «Caleidoscope Black» და «Caleidocsope White». დისპლეი, თუ ვერწმუნებით პრეს-რელიზს, აღჭურვილია ავტომობრუნების რეჟიმით. ნათება-სიკაშკაშე რეგულირდება 5 დონეზე; დისპლეიზე საათის ზომა შესაძლებელია შეიცვალოს პატარიდან დიდზე.

დამატებითი დისპლეი:

იგი მონოქრომულია, 128×36 წერტილზე გაფართოებით, (OLED, 1,1). არსებითად, ქსელისა და ბატარეის ინდიკატორების, მიმდინარე სიმღერის ან რადიოსადგურის სახელწოდების, აგრეთვე გამოძახებების და უწყებების გარდა სხვას არაფერს უჩვენებს. მისი მეშვეობით პლეერის ეფექტური მართვა შეუძლებელია. როდესაც გარე ღილაკები დაბლოკილია, ეკრანზე მირბის წარწერა იმის შესახებ, თუ როგორ მოვხსნათ ბლოკირება.

კამერა:

W508-ში იგი 3,2MP კამერისთვის ცოტა მოულოდნელი სახითაა წარმოდგენილი. არა უკანა, არამედ წინა  პანელზეა განთავსებული. ამასთან, ობიექტივი მკაცრად ცენტრშია. კამერისთვის ცალკე ღილაკი არ არსებობს, მისი ამოქმედება შეიძლება ან ”სწრაფი” ფუნქციით სანავიგაციო ღილაკის ისრიდან, ან მენიუდან, სადაც კამერა დამოუკიდებელ პუნქტადაა მოცემული. ჩართვისას აღმოჩნდება, რომ ინტერფეისი გათვლილია ჰორიზონტალურ გადაღებაზე, ხოლო ხედმძებნი ეკრანის მხოლოდ 2/3-ს იკავებს, დანარჩენი სამუშაო აღნიშვნებითაა დაკავებული.

ფოტო-ვიდეო რეჟიმების ცვლა ხორციელდება სანავიგაციოს ჰორიზონტალური ისრებით, ვერტიკალურებით რეგულირდება ზუმი, ხოლო  ხმის მარეგულირებელი საქანელით შესაძლოა მატრიცის საჭირო სინათლემგძნობელობის დაყენება (-2 დან +2 მდე, 0,3 ბიჯით). ჰო მართლა, ზუმის შესახებ: ის მხოლოდ 0,3MP ზომა სურათზე მუშაობს.

კამერის ფუნქციებში აქ შესაძლებელია გადაღების რეჟიმის შეცვლა (ჩვეულებრივი, 3 კადრიანი პანორამა, 15 ცალი ჩარჩო და 4 კადრიანი მიყოლებული სერია უკეთესის ამოსარჩევად), გამოსახულების ზომისა და ხარისხის დარეგულირება (ჩვეულებრივი/მაღალი), ღამის რეჟიმის, ავტოტაიმერის ჩართვა, საჭირო ეფექტების დაყენება ( შ/თ, ნეგატივი, სეპია) და თეთრის ბალანსი (ავტომატურად, ნათელი ამინდი, მოღრუბლული, ფლუოროესცენტული ნათება, ვარვარების ნათურა), ჩამკეტის ხმის (3 ვარიანტი და უხმო რეჟიმი) და სურათებისა და ვიდეორგოლების შენახვის ადგილის არჩევა.
ვიდეოს შესახებ: ის .3gp და .mp4 ფორმატებში იწერება; ხანგრძლივობა შეიძლება შეიზღუდოს MMS-სთვის 22 წამით. ფოტოსურათების და ვიდეორგოლების ხარისხი მთლიანობაში მისაღებია 3,2MP-სთვის, მაგრამ არა უმეტესი. SonyEricsson-ში კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მუსიკალური დანიშნულების აპარატისთვის კამერა მეორეხარისხოვანია.

მობილური ინტერნეტი:

აპარატს აქვს GPRS და WAP 2.0 მხარდაჭერა. ბრაუზერი NetFront-ი სტანდარტულადაა რეალიზებული.

SmartFit რეჟიმის მხარდაჭერა დასათვალიერებელი გვერდების ეკრანის ზომაზე ჩაწერის საშუალებას იძლევა. აქვს ონლაინ რეჟიმში ვიდეოს ჩვენების მხარდაჭერა.

მეხსიერება:

ჩაშენებული მეხსიერება საკმაოდ დიდია: 100 მბ, ნაწილდება დინამიურად. მისი გაზრდა შესაძლებელია მეხსიერების ბარათით  М2 (8 გბ-მდე), რომლის სლოტი (ბუდე) მდებარეობს უკანა ხუფის ქვეშ. ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად ასეთი მდებარეობისა, ფლეშკის ”სწრაფად” შეცვლა შესაძლებელია ბატარეას ამოღება არ დასჭირდება. ბარათის ამოღება შეიძლება მაშინაც კი, როცა ყურსასმენები შეერთებულია აპარატზე.

ფაილების მართვა და მეხსიერების მდგომარეობის ნახვა ხორციელდება მენიუ ფაილ მენეჯერიდან, რომელიც არის მთავარი მენიუს პუნქტ ორგანაიზერში. მენეჯერი სტანდარტულადაა ორგანიზებული: სამი მენიუ-ჩანართი, ყველა ფაილებისთვის ერთად და ცალკე ტელეფონისთვის და მეხსიერების ბარათისთვის. შეიძლება ფაილების გადაადგილება, კოპირება, სახელის შეცვლა (იგივეა შესაძლებელი კვლავ შექმნილი საქაღალდეებისთვის). ხელმისაწვდომია გამოყოფაც (როგორც ცალკეულების, ასევე ყველა ფაილის საქაღალდეში).

კომუნიკაცია:

დავიწყოთ USB შეერთებით. იგი წარმოებს 3 რეჟიმში: ტელეფონი, მედიაფაილების გადაგზავნა, ფაილების გადაგზავნა. ბოლო შემთხვევაში ავტომატურად განსაზღვრავს ტელეფონს mass storage რეჟიმში და გამოაქვს ეკრანზე როგორც მისი შემცველობა, ასევე მეხსიერების ბარათისაც, თუკი ის ჩადებულია. კომპიუტერში შეერთების დროს  W508 ავტომატურად იწყებს დატენვას სადენის მეშვეობით. მისთვის როზეტი მდებარეობს აპარატის მარჯვენა მხარეს, ქვემოთ: ეს ისევ და ისევ Fast-port-ია, რომელსაც არ გააჩნია ჩაჩი.

Bluetooth_ს აქვს ჩვეულებრივი ინტერფეისი: აქტივაციის სტრიქონი, ხედვის რეჟიმი, შეთავსებად მოწყობილობათა სია (აქედან გაიშვება ახლის ძიებაც), მოცემული მომენტისთვის აქტიურ მოწყობილობათა ჩამონათვალი, გარნიტურა და ენერგოდამზოგი რეჟიმი (თუკი მას ავამუშავებთ, ტელეფონი ენერგიის ეკონომიის მიზნით იმუშავებს მხოლოდ ერთ Bluetooth-მოწყობილობასთან, რამდენიმეს ჩართვა შეუძლებელი იქნება). მხარდაჭერილია პროფილი A2DP.

მუსიკალური პლეერი:

არამუსიკალური მოდელებისგან (მაგალითად, С510) განსხვავებით, სადაც ეს დანართი არაა გამოყოფილი რომელიმე მენიუში ცალკე, W508-ში კვლავ მთავარ მენიუში ვხედავთ სწორედ პლეერს. სხვას არც მოველოდით. ასევე შესაძლოა პლეერის გააქტიურება სანავიგაციოს ზედა ისარზე დამოკიდებული სწრაფი ფუნქციით. თვითონ პლეერის ინტერფეისი სიახლით არ გვაოცებს. ზემოთ, მარცხნივ გრაფიკული ვიზუალიზაცია, თუ ალბომის ყდაა, რომლის უფრო მარჯვნივ განთავსებულია დაყენებების აღნიშვნები, ეკვალაიზერის ტიპი და  მიმდინარე სიმღერის რიგითი ნომერი პლეი-გვერდზე (ბილიკების საერთო რაოდენობის მითითებით). ოდნავ ქვემოთ დაკვრის შკალაა დროის მრიცხველებით (გასულის და დარჩენილის). მის ქვემოთ დასახელებაა სიმღერის და ალბომის, აგრეთვე შემსრულებლის. და ყველაზე ქვემოთ გრაფიკული სამართავი.

სანავიგაციოს ჰორიზონტალური ისრებით წარმოებს გადახვევა (იგი პროგრესულია: რაც დიდხანს გაქვთ ღილაკი დაჭერილად, მით მეტი ფრაგმენტი გადაიხვევა), ხოლო ვერტიკალურებით პლეი-გვერდზე გადასვლა და მასზე გადაადგილებაა. ღილაკი «ОК» დაკვრა/პაუზაა.
ხმა რეგულირდება 8 დონეზე გვერდითა ”საქანელის” მეშვეობით; თითოეული დონე  ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლება, ასე  შეიძლება ჩაითვალოს, რომ სულ 16 დონეა. მისი მარაგი საკმაოა. ყურადღებას იმსახურებს ”მართვა შენჯღრევით”: უპირველესად, ტელეფონიანი ხელის მოძრაობით შესაძლებელია ხმის აწევა, ხოლო ყურმილის შენჯღრევით შემთხვევითი რიგით ამოქმედება. რაც შეეხება ხმოვანების ხარისხს, ”მშობლიურ” ყურსასმენებში საკმაოდ ხმამაღალი და ხარისხიანია, გარდა ამისა, როგორც ითქვა, სპიკერფონით დაკვრისას ხმა ასევე ხარისხიანია, ხრიწები არ აქვს (თუმცა გარკვეული დანაკარგები, რათქმაუნდა, გარდაუვალია). თუ დაკვრის დროს ყურსასმენები ამა თუ იმ მიზეზით გაეთიშება ტელეფონს, იგი პაუზას ჩართავს და შეგეკითხებათ, ღირს თუ არა დაკვრის განგრძობა დინამიკით.

ეკვალაიზერი ეფექტურია, 5 ბილიკიანი ხელის მართვის საშუალებით, მაგრამ საკუთარი დაყენებების შექმნა შეუძლებელია. მოგვიწევს შეზღუდვებით დაკმაყოფილება (ჩვეულებრივი, ბასი, მეგა-ბასი, ხმა და ა.შ.). საკუთარი დაყენებების არქონა უფრო მინუსია, მაგრამ რას იზამ ასეთია მწარმოებლის გადაწყვეტილება. აქვს ასევე სტერეობაზის გაფართოების ეფექტი (”სამგანზომილებიანი” ხმოვანება), მაგრამ ეს ოპცია, ერთობლიობაში, ხარისხობრივად არაფერს იძლევა. მუსიკალურ ბიბლიოთეკაში არის კომპოზიციების სორტირების მექანიზმი შემსრულებლების, ჟანრების და დაკვრის სიების მიხედვით. ცალკე მოდის ქვეკასტები და აუდიოწიგნები. პირდაპირ პლეერის მენიუდანაა შესაძლებელი ამორჩეული ფაილის გადაგზავნა Bluetooth-ით,  MMS-ით ან ელექტრონული ფოსტით. წინა პანელზე არსებული ღილაკებით, აპარატის გაუხსნელად, შესაძლებელია მუსიკის გადართვა და სიმღერის გაშვება/გაჩერება. აღსანიშნავია SensMe სერვისის მხარდაჭერა, რომელიც მომხმარებლის განწყობის მიხედვით სიმღერების სიების შედგენის საშუალებას იძლევა.

რადიო:

მისი ჩართვა ხდება ან მთავარი მენიუდან (მასში რადიო ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი), ან ”სწრაფი” ფუნქციით. მიღების ხარისხის მიმართ არაფერი გვაქ სასაყვედურო, დიაპაზონზე გადაადგილება ხდება სანავიგაციო ღილაკის ჰორიზონტალური პოზიციებით ბიჯით 0,1mhz. შენახულ არხებზე გადართვა სანავიგაციოს ვერტიკალური დაჭერებით ხორციელდება. ავტომაძიებლით რამდენიმე წამში შეიძლება 20 სადგურის დაყენება, მეხსიერებაში მეტის შენახვის საშუალებას ტელეფონი არ იძლევა. აქვს ოპცია RDS – რადიოსადგურიდან ტექსტური ინფორმაციის ტრანსლაციის საშუალება. მისი მეშვეობით გამოისახება, მაგალითად, სადგურის სახელწოდება ან ვალუტის კურსი.

რადიო, როგორც პლეერი, შესაძლებელია ტელეფონთან ერთად ვამუშაოთ; თუ მისი მუშაობისას დარეკავს ზარი, რადიო შეაჩერებს მუშაობას, საუბრის დამთავრების მერე კი ავტომატურად იმავე ტალღაზე გაიშვებს. მხარდაჭერილია TrackID – სიმღერების იდენტიფიცირების სერვისი. თუ თქვენ მოისმინეთ სიმღერა და გსურთ გაიგოთ ვინ ასრულებდა, უბრალოდ ჩაიწერეთ ეთერიდან (ან მიკროფონით) კომპოზიციის ნაწილი და ჩატვირთეთ იგი სერვერზე TrackID-ის საშუალებით. პროგრამა გიკარნახებთ  შემსრულებელს (თუ, რა თქმა უნდა, იგი არის მონაცემთა ბაზაში) და შემოგთავაზებთ სიმღერის ჩაწერას (ფულით, ბუნებრივია). არის ავტოძიება (სჭირდება 5-10 წამი), რადიოს სპიკერფონზე გაყვანა და სიხშირის პირდაპირი შეყვანა კლავიატურიდან.

თამაშები:

ჩვენ ვნახეთ სამი ჩაშენებული თამაში:  «Bowling» (ბოულინგი ხელის დაყენებით; გამოდგება დროის გასაყვანად. ბურთის სასროლად ტელეფონის შენჯღრევაა საჭირო), «Guitar Rock Tour» (როკ-გიტარაზე უნდა მოასწრო საჭირო აკორდებზე დაჭერა), აგრეთვე  «FMX III» (ფრირაიდი მოტოციკლზე, ეს თამაში დისპლეის ჰორიზონტალურ ორიენტაციაზე მიმდინარეობს).

გართობა შეიძლება ”დიჯეებთანაც”, დანართები VideoDJ, PhotoDJ და MusicDJ. უკანასკნელში შესაძლოა არახიტური მელოდიების შექმნა, პირველი ორი კი შესაბამისად ვიდეორგოლებთან და ფოტოებთან სამუშაოთაა გათვალისწინებული.

რეზიუმე:

ტელეფონი Sony Ericsson W508 – არა იმდენად ახალი სიტყვაა მუსიკალური მიმართებით, რამდენადაც  უკვე არსებული მიღწევების სხვადასხვა ფერადი გადაწვეტით გამშვენების საშუალება. ”მუსიკალური” მიმართულება. როგორც დავრწმუნდით, გამოხატულია მხოლოდ მეორეხარისხოვან ოპციებში: პლეერის ჩართვაზე დაპროგრამირებულია სანავიგაციოს კლავიშის ზედა ისარი (ცალკე ღილაკი არ აქვს); პლეერის ინტერფეისი გაამრავალფეროვნეს ვიზუალიზაციებით (რაც სრულებით არაა მთავარი), ხოლო ფუნქციონალური შემადგენლობა დარჩა ცვლილებების გარეშე. ერთია, რომ სტერეობაზის გაფართოება აქვს, მაგრამ ეს ხომ უკვე დიდი ხანია ყველა WALKMAN ტელეფონზე ასეა. წინა პანელზე არსებულ მუსიკის სამართავ ღილაკებსაც (უფრო სწორად, როგორაა ისინი რეალიზებული) ვერ მივიჩნევთ ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად. ამ პირობებში სიახლეს გადარჩენაში ეხმარება კომპაქტური კორპუსი და ფერთა გადაწყვეტის სიუხვე, რასაც მართლაც შეუძლია ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, რომელზედაც უპირატესადაა გათვლილი მოდელი.

პლიუსები:
თხელი, კომპაქტური და პრაქტიკული კორპუსი
ძალიან მოსახერხებელი ციფრული კლავიატურა
კარგი ხმოვანება (როგორც ყურსასმენებში, ისე სპიკერფონზეც)

მინუსები:
წინა პანელზე არსებული სენსორული ღილაკების სადავო ერგონომიკა
არცთუ ისე მეტყველი დიზაინი

იხილეთ ვიდეო: