loading...

«

»

მარ 09

გაჟონილი ინფორმაცია Windows 8-ის ფუნქციონალის შესახებ

ცოტა ხნის წინათ ქსელში ოპერაციული სისტემის Windows 8 მორიგი სკრინშოტები გამოჩნდა, რომელიც ნათელს ფენს იმას, თუ როგორი ცვლილებები იქნება (ან შეიძლება იყოს) შეტანილი მის ინტერფეისში. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ პიროვნებას, რომელმაც მაინც გამოაქვეყნა დამუშავების პროცესში მყოფი ოპერაციული სისტემის ეკრანის ნაწილის სურათი, შემქმნელთა ჯგუფის თხოვნის მიუხედავად იმაზე, რომ გაჟონვას ადგილი არ ჰქონოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქსელში პირველა გამოჩნდა Windows 8-ის ამოცანების პანელის მარცხენა ნაწილი

ამ სურათზე ჩანს თუ როგორ გამოიყენება ახალი მიზნებისთვის Windows 7-ის პროგრესის სასარგებლო ინდიკატორი: Windows-ში ჩვეული ფაილების გადატანის პროგრესის გარდა, ნიშანზე ნაჩვენები იქნება აღჭურვილობის დაყენების მიმდინარეობაც გამოჩნდება. სურათზე, როგორც ჩანს, თაგვის დრაივერს აყენებენ.

რესურსის Win7China მონაცემებით, Microsoft-ის მორიგი ოპერაციული სისტემის დაყენება გაცილებით სწრაფად მოხდება. მოყვანილია შემდეგი ციფრები: მას დაახლოებით 8 წუთი დასჭირდება, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ სწრაფია, ვიდრე Windows 7. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ Windows 8 News-ის მონაცემებით, კომპანიამ Microsoft სწრაფი პერსონალური კომპიუტერი გამოიყენა (8-ბირთვიანი პროცესორი, 24 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბაიტი HDD), რათა ასეთი მაჩვენებლებისთვის მიეღწია.

გაჟონილი ინფორმაცია იმაზეც მიუთითებს, რომ Microsoft-მა სისტემის აღდგენის შესაძლებლობები გააფართოვა. ახლა შესაძლებელი იქნება “ქარხნული აღდგენა”, ანუ ხისტი გადატვირთვა, რომლის წყალობითაც სისტემა ორიგინალურ მდგომარეობაში სულ რაღაც ორ წუთში დაბრუნდება.

საბოლოო მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესოდ მაინც ჯერჯერობით ეს ორი ფუნქცია გამოიყურება — დაჩქარებული დაყენება და ხისტი გადატვირთვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპერაციულ სისტემაში ინტეგრირებული იქნება პროგრამების მაღაზია (რაც არცაა გასაკვირი პროგრამების მიწოდებისა და გავრცელების ამ ტიპის პოპულარობის ზრდის გათვალისწინებით), რომელიც პირადაპირ Windows-დან იქნება ხელმისაწვდომი.

ქსელში მოხვედრილი კიდევ ერთ სკრინშოტზე Windows 8-ის სამუშაო მაგიდის ქვედა მარჯვენა კუთხეა აღბეჭდილი, ცნობათა ველი. აქ შემოტანილი სიახლეა — პროფილის გამოსახულება საათის მარჯვნივ. როგორც ცნობილია, იქ განთავსდება მომხმარებლის ავატარი Windows-ის ან Windows Live ID-ის ლოკალური სააღრიცხვო ჩანაწერიდან (შესაძლებელი იქნება ვიდეოავატარის გამოყენება). რესურსის Win7China ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკუთარი Windows Live ID სააღრიცხვო ჩანაწერების გამოყენებას Windows 8-ში შესასვლელად გამოიყენებენ. ანუ Windows 8 უფრო ძლიერად იქნება ინტეგრირებული ღრუბლოვან სამსახურებთან. ნიშნულის ერთ-ერთი გამოყენების სახით შესაძლებელია ვივარაუდოთ Microsoft-ის ღრუბლოვან სერვერებზე მონაცემთა სარეზერვო კოპირებისთვის სწრაფი წვდომა.

Microsoft ამჟამად საკმაოდ სერიოზულად მუშაობს მომავალი ოპერაციული სისტემის შემუშავების დაჩქარებაზე, თუმცა უკეთეს შემთხვევაში მას ჩვენ 2012 წლამდე ვერ ვიხილავთ. Microsoft გვპირდება ARM-ის მხარდაჭერასა და ოპერაციული სისტემის თითებით მართვისთვის ოპტიმიზაციას. როგორ მოახერხებს კომპანია დასახული ამოცანების გადაჭრას დრო გვიჩვენებს. Windows 8-ის გამოსვლამდე პლანშეტების ბაზარზე Android-სა და iOS-ის წინააღმდეგობაზე, აგრეთვე Google-ის პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე Chrome OS-ით გასვლის მცდელობაზე დაკვირვებაღა დაგვრჩენია.

წყარო:windows8news.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>