მარ 13

ჩვენს დრომდე მოღწეული მანუსკრიპტების მიხედვით, ამ მეთოდით მკურნალობის პიონერად ძველი ბერძენი ექიმი ნიკანდრო კოლოფონელი (200-130 წ.წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) ითვლება, თუმცა გაცილებით ადრინდელ ძველეგვიპტურ ფრესკებზე (ძვ. წ. XVII-XV საუკუნეები) გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ადამიანს კისერზე წურბელას ასვამს. მეთოდის ასაკიდან გამომდინარე, მკურნალობის ეფექტურობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

სამკურნალო ეფექტი ამ შეუხედავი, მაგრამ მეტად სასარგებლო არსების ნერწყვს აქვს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს შინაგანი ჰომეოსტაზის (ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების) ნორმა-ლიზებას. ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს წურბელებით მკურნალობის როგორც დამატებითი მეთოდის ეფექტიანობას მედიცინის ყველა სფეროში. ჰირუდინი – ასე ჰქვია წურბელას ნერწყვის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ ნივთიერებას. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღდგება სისხლის მიკროცირკულაცია, ირთვება დამცავი მექანიზმები, ხდება იმუნიტეტის სტიმუ-ლირება. ცნობილია ჰირუდოთერაპიის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც.

  • წურბელებით მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობასა და პრომლემის სირთულეზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სეანსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო თუ საკითხს რეალურად მივუდგებით, უნდა ითქვას, რომ წურბელა თავად განსაზღვრავს, რამდენ ხანს “იმუშაოს” ამა თუ იმ “პაციენტთან”.
  • მკურნალობა, როგორც წესი, 7-10 სეანსს მოიცავს. კვირაში ორი-სამი სეანსი ტარდება.
  • ჰირუდოთერაპიის დროს პაციენტის ინფიცირება გამორიცხულია.
  • თითოეულ  წურბელას მხოლოდ ერთხელ იყენებენ, სეანსის დამთავრების შემდეგ კი ანადგურებენ.
  • წურბელას მოკიდებისას კანი სუფთა და გაპარსული უნდა იყოს. სეანსის წინ არ შეიძლება მძაფრსუნიანი ნივთიერებების (საპნის, სუნამოს) გამოყენება -წურბელას , ცოტა არ იყოს, ჭირვეულია და შესაძლოა, “მკურნალობაზე” უარი თქვას.
  • წარსულს ჩაბარდა დრო, როცა რეზინის ჩექმებში, ფართოფარფლებიან ქუდსა და კაპიუშონიან ლაბადაში გამოწყობილი ადამიანები ჭაობებში დააბოტებდნენ და წურბელებს სპეციალური ბადეებით იჭერდნენ. სამკურნალო წურბელებს დღეს სპეციალურ ბიოფაბრიკებში ამრავლებენ. მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სერტიფიკატი.
  • პაციენტების 80%-ს თავდაპირველად წურბელებისა ეშინია. შიშის გრძნობა პირველივე სეანსის შემდეგ ქრება. ის კი არა, ბევრს ამ “ცოცხალი აფთიაქის” მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი უჩნდება.
  • წურბელას კბენა კოღოს კბენას ან ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. საინტერესოა, რომ წურბელას ადამიანს მხოლოდ რეფლექსოგენურ (ბიოლოგიურად აქტიურ) წერტილებში კბენს. ეს ის წერტილებია, რომლებიც ნემსოთერაპიის დროსაც გამოიყენება.
  • წურბელას  მოშორების შემდეგ ნაკბენიდან წამოსული სისხლის შეჩერება რეკომენდებული არ არის. ნორმალურად ითვლება სისხლდენის ოცდაოთხ საათამდე გაგრძელება. ამ დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება, – ჭრილობიდან უმთავრესად ლიმფა (უფერული სითხე) მოედინება. მისი დაკარგვა იმუნიტეტის სტიმულაციას იწვევს და შეშუპებასაც ხსნის.
  • ჰირუდოთერაპია ეფექტიანია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჰომეოპათიასთან, ფიტოთერაპიასა და ფიზიოთერაპიასთან ერთად.

ჰირუდოთერაპიის ჩვენებები

წურბელებით მკურნალობა მედიცინის ყველა დარგში გამოიყენება. ჩამოვთვლით დაავადებებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

  • რევმატოლოგია: ართრიტები, ოსტეოართროზი, სახსრის მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები:  არითმია,  ჰიპერტონია,  ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკები – შეძენილი და თანდაყოლილი, ფილტვისმიერი გული, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, გულის უკმარისობა და სხვა;
  • სასუნთქი ორგანოები: ბრონქული ასთმა, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, პნე-ვმონია, ფილტვების ემფიზემა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტრიტი, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი, შეკრულობა, ქრონი-კული ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა;
  • ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, თირეოიდიტი.

წურბელებით მკურნალობას მიმართავენ ასევე უროლოგიაში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში, ნერვული და კანის დაავადებების, სექსუალური დარღვევების, თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს. ჰირუდოთერაპიას აქვს უკუჩვენებებიც, კერძოდ, ჰემო-ფილია, ანემიის მძიმე ფორმა, ჰემორაგიული დიათეზი, მდგრადი ჰიპოტონია (დაბალი წნევა), ორსულობა, ინდივიდუალური აუტანლობა.

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები: ,
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

     0votes

გამოხატე შენი აზრი