loading...

«

»

მარ 14

გამოცანა:მოსაზრებული გლეხი

ერთ სოფელში კლდეს უეცრად უზარმაზარი ქვა მოსწყდა და კლდის ძირას გამავალი გზა ჩაკეტა. სიარული შეუძლებელი გახდა, სოფლელები წუხდნენ, ინჟინრები მოიწვიეს და რცევა სთხოვეს.

ერთმა ინჟინერმა თქვა, ქვა დავამტვრიოთ და ნაწილ-ნაწილ გავზიდოთო, რა მისი აზრით 300 ლარი ეღირებოდა.

მეორე ინჟინერმა კი თქვა, რელსები დავაგოთ, ქვა საგორავებზე შევაყენოთ და დავაგოროთო, რაც მისი აზრით 400 ლარი დაჯდებოდა.

მათ საუბარს ერთი გლეხი უსმენდა.

— 20 ლარი მომეცით და ორ დღეში ეგ ქვა მანდ აღარ იქნებაო, — უთხრა გლეხმა.

ხალხი დათანხმდა და გლეხს ოცი ლარის გარდა საჩუქრებსაც შეპირდნენ.

მესამე დღეს მოვიდნენ სანახავად და გაოცებულები დარჩნენ: ქვა, მართლაც აღარ იყო.
იქნებ მიხვდეთ, როგორ მოახერხა გლეხმა ორ დღეში ქვის აღება???