loading...

«

»

მარ 19

მეფე და გლეხი


ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?

მეფემ გლეხს ჰკითხა, რას ნიშნავს შენი პასუხიო? გლეხმა განუმარტა: ვალს ვიხდი იმიტომ, რომ მშობლებს ვინახავ, მე ხომ მათგან დავალებული ვარ, და ვავალებ იმიტომ, რომ შვილებს ვინახავ, სიბერის ჟამს ხომ შვილებმა უნდა შემინახონო…

Share Button

16 comments

Skip to comment form

  1. avatar
    თემო

    avatarე.ს. გლეხმა თქვა:მე ვალს ვიღებ რომ ცოლ–შვილი შევინახო ვალს ვუსტუმრებ მშობლებს რომ მათ გამზარდეს.

  2. avatar
    Marii

    avatarეუფ…. :D

  3. avatar
    ლუკს

    avatarთემო ე.ს კი არა :D:D ე.ი

  4. avatar
    ლუკს

    avatarდა კიდე თემო არასწორი ხარ :)
    სწორი პასუხია (ჩემი აზრით)
    ესეიგი ამაში სწორი იყავი რო დედ-მამას ვალს ვუხდი რომ გამზარდესო ხოლო ვივალებ იმას ნიშნავს რომ შვილებს ზრდის და მათგან ამით “ივალებს” აი სწორი პასუხი :)

  5. avatar
    ლუკა

    avatarრომ შემდეგ იმათაც გადაუხადონ ვალი :) როგორც ის უხდის მშოვლებს :D :)

  6. avatar
    კოკა

    avatarვერ გაქაჩა ჩემმა ტვინმა მაგდენი რა დებილობაააააა :twisted::twisted::twisted::twisted::twisted::twisted::evil::evil::evil::evil::evil::evil::idea::idea::idea::idea::idea::idea:

  7. avatar
    მაკა

    avatarვალს ვიხდი – მშობლებს აპურებდა და ვავალებო – შვილებსაც აპურებდა…

  8. avatar
    ლელა

    avatarმშობლებს უხდიდა ვალს იმისათვის რომ გაზარდეს და შვილებს ავალებდა, რათა შემდგომ მისთვისაც მიეხედათ

  9. avatar
    nana

    avatarვ ა ლ ს ვ ი ხ დ ი – ესეიგი მშობლებს ვაპურებ რადგან მათ მე დამაპურა. ვ ა ვ ა ლ ე ბ ო- ესეიგი შვილებს ვაპურებო

  10. avatar
    თეონა

    avatar,,ვალს ვიხდიო” ანუ გლეხი ვალს იხდიდა მშობლების წინაშე.,,ვავალებო” ამაში კი გულისხმობდა იმა,.რომ შვილები მოვალენი იქნებოდნენ ისე მოევლოთ მისთვის,როგორც ის უვლიდა თავის მშობლებს.

  11. avatar
    სალომე

    avatarაბა სხვანაირად შეხედეთ
    ვივალებ ანე სამშობლოსაგან ვივალებ ხეს რო ვჭრი და ვავალებ ალბათ ისევ სამშობლოს შვილებს რო ვზრდი????????? :?::?:
    დებილობაა არააააააააა??????? :?::?::?::?:

  12. avatar
    გვანცა

    avatarნაგღდი პასუხი დადე რა

  13. avatar
    ლაშიკა

    avatarმშობლებს ვალს უხდის და მის თავგასიებულ შვილებს ავალებს :D:D: :D:D

  14. avatar
    ანი

    avatarვალს იხდის მშობლებს არჩენს.ავალებს ანუ შვილებს არჩენს.

  15. avatar
    დარინა

    avatarშინაარსიანია ;)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>