loading...

«

»

მარ 21

ცინიზმი

ცინიზმი – (ბერძ. kinismos) – აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამისადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს. სიტყვა მომდინარეობს ანტისთენეს მიერ დაარსებული ბერძენი ფილოსოფოსების ჯგუფის, კინიკოსების სახელიდან. ისინი მხარს უჭერენ ცხოვრების უბრალო, კეთილგონივრულ და არამატერიალურ ცხოვრების სტილს.
კინიკური სკოლა_ ცინიკური სკოლა (ბერძნ. κῠνικοί, ლათ. Cynici), სოკრატული ფილოსოფიური სკოლა ძველ საბერძნეთში, დააარსა ძვ. წ. 380 ანტისთენემ. სოკრატეს მოძღვრებას ავითარებდა ძირითადად ეთიკაში. სოკრატული დებულება — ბედნიერება სიკეთის მიღწევაშია — კინიკოსებმა თავისებურად განავითარეს თავისუფალ, ავტონომიურ პიროვნების თეორიად. ანტინთენე და დიოგენე სინოპელი ადამიანს ურჩევდნენ ბუნებასთან დაახლოებას, საზოგადოებისაგან გაქცევას, პირველყოფილს მდგომარეობაში დაბრუნებას. დიოგენე სინოპელმა კინიკური იდეები ცხოვრების წესად აქცია („დიოგენეს ფარანი“, „დიოგენეს კასრი“).
კინიკური სკოლიდან განვითარდა სტოიციზმი. სტოელმა კინიკოსებისაგან აიღეს მსოფლიო სახელმწიფოს, საყოველთაო თანასწორობის, კოსმოპოლიტიზმის იდეები.
შემეცნების ახსნაში კინიკოსებმა უარყვეს სოკრატეს ზოგადის, გვარეობითი ცნებების თეორია და წინა პლანზე დააყენეს ინდივიდუალურის, ერთეულადის მნიშვნელობა, გააკრიტიკეს პლატონის იდეების თეორია.

დიოგენე სინოპელი_დიოგენე სინოპედან (ძვ.-ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) – ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას “შეშლილი სოკრატე” უწოდეს. დიოგენე “მსოფლიოს მოქალაქედ” თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: “დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი”
როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოსალოცად მასთან. არ ჩანდა მხოლოდ ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი, რომელიც კორინთოს მახლობლად ცხოვრობდა განმარტოვებით. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ალექსანდრეს გარშემო მომხდარ ამბებს.
მაშინა მთავარსარდალი თავად გამართა ფილოსოფოსის სანახავად. ალექსანდრესა და მის ამალის მიახლოებისას დიოგენე წამოწოლილი იყო და ისვენებდა, დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე იგი ოდნავ წამოიწია, მთავარსარდალი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა: “ხომ არაფერი გჭირდებაო”, ხოლო დიოგენემ უპასუხა:”ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარებიო”.
ამ პასუხმა ალექსანდრე შეაცბუნა, ხოლო როცა დიოგენეს გასცილდნენ და მეგობრებმა სიცილი და ხუმრობა დაიწყეს მომხდარზე, მაკედონელმა მათ უთხრა :”ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდიო.”

წყარო: ანკარა

Share Button

1 comment

  1. avatar
    თინი :)

    avatarაი ასეთ ადამიანს საქართველოში იცით რას ეძახიან? გიჯ როკერს :D :lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol::lol:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>