loading...

«

»

მარ 24

ლაბრადორ რეტრივერი


სიმაღლე მინდაოში:

ხვადი: 56_57სმ
ძუ: 53_56სმ
წონა:
ხვადი: 35_38კგ
ძუ: 30_33კგ
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი

პირველი ლაბრადორები დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 170 წლის წინ გამოჩნდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი მეზღვაურებმა კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან შემოიყვანეს (თუმცა ლაბრადორის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია). სპრაკი წიგნში ლაბრადორ რეტრივერი წერდა, რომ 1822 წელს ბ.ე. კორმაკერმა, კუნძული ნიუფაუნდლენზე მოგზაურობისას, ნახა ზუსტი ასლი დღევანდელი ლაბრადორისა, უჩვეულოდ ჭკვიანი, შავი ძაღლები, რომელთაც ადგილობრივი მკვიდრნი ძირითადად სანადიროდ გამოიყენებდნენ. 1845 წელს ფატი წიგნში “ძაღლი” მიუთითებდა, რომ ევროპაში კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან შემოიყვანეს ორგვარი ტიპის შავი ძაღლი: ერთი_საშუალო ტანის და შედარებით მოკლებეწვიანი (ლაბრადორ რეტრივერი), ხოლო მეორე_ შედარებით დიდტანიანი და გრძელბეწვიანი (ნიუფაუნდლენდი). ფატის აღნიშვნით, ამ ორი, სხვადასხვა ტიპის ძაღლს მშობლიურ ქვეყანაში უპრობლემოდ აჯვარებდნენ; თავიანთი თითქმის ერთნაირი სამუშაო თვისებების გამო. ლორდი ჯორჯ სკოტი 1939 წელს წერდა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, ნიუფაუნდლენდზე შეჯვარებულმა ნიუფაუნდლენდმა როგორ გააჩინა ლაბრადორის ლეკვები. სკოტის მტკიცებით, ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი ერთი ჯიშის ძაღლია_უბრალოდ, ერთი გრძელი, ხოლო მეორე უფრო მოკლე ბეწვით.
1870 წელს ჟურნალი THE FIELD აღნიშნავდა, რომ ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი ორი რადიკალურად განსხვავებული ჯიშია; მათ მხოლოდ ერთი აქვთ საერთო: ორივე წყლის ძაღლია. ჟურნალი THE FIELD-ის მიხედვით, ლაბრადორის სამშობლო კუნძული ლაბრადორია და ამ ჯიშის სახელდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ჟურნალი ასევე წერდა, რომ პირველი ლაბრადორები ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ინდიელებს ჰყავდათ. ჩვენამდე შემორჩენილი პირველი ლაბრადორის ფოტოსურათი 1867 წლით თარიღდება.
ლაბრადორ რეტრივერს უნივერსალურ ძაღლს უწოდებენ. ის კარგი მონადირე, იდეალური კომპანიონი და ინტელექტუალურია.
ლაბრადორებს ასევე შევხვდებით სამართალდამცავ ორგანოებში, ისინი ადვილად იღებენ საეჭვო კვალს. ასევე არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ლაბრადორ რეტრივერები ბრმების გამცილებლებად გვევლინებიან.

დადებითი თვისებები:

1. უნივერსალური;
2. იდეალური კომპანიონი;
3. აღმერთებს ოჯახს და განსაკუთრებით ბავშვებს;
4. კეთილგანწყობილი.

თავისებურება:
მიმნდობია უცხოების მიმართ
www.monadire.com

1 comment

  1. avatar

    avatarძალიან ლამაზი და საყვარელი ძაღლია. ერთერთი საუკეთესოც კი :wink::wink:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>