loading...

«

»

მარ 31

გამოცანა: 3 ძმა და 30 ცხვარი


სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.
შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას :?:


პ ა ს უ ხ ი :


პირველ ძმას შეხვდა ორ-ორ ბატკნიანი 10 დედა ცხვარი; 10 ცხვარი, 20 ბატკანი, სულ 30 ცხვარი.

მეორე ძმას შეხვდა 5 დედა ცხვარი სამ-სამ ბატკნიანი და 5 დედა ცხვარი თითო ბატკნიანი; 10 ცხვარი, 20 ბატკანი, სულ 30 ცხვარი.

მესამე ძმას შეხვდა 5 დედა ცხვარი სამ-სამ ბატკნიანი, 5 დედა ცხვარი თითო ბატკნიანი; 20 ცხვარი, 20 ბატკანი, სულ 30 ცხვარი და 60 ბატკანი.