loading...

«

»

აპრ 02

Kinect-ით კიბერსივრცეში ჩაძირვა

კონტროლერის MS Kinect გამოყენების მორიგი ხერხი მოყვარულებსა და ენთუზიასტებს კი არ წარმოუდგენიათ, არამედ იაპონური კომპანიის Kayac პროფესიონალებმა. მათ კიბერსივრცეში ჩაძირვის ვირტუალური სისტემა შექმნეს — ერთმანეთის მიმართ კუთხით განთავსებული ორი დიდი ეკრანი, რომლებზეც გამოსახულება Kinect-ის დახმარებით კონტროლდება.

ავტორების ჩანაფიქრით, სისტემა ცნობილი იაპონური ანიმე-სერიალის «’აჩრდილი აბჯარში: მარტოსულის სინდრომი’» კიბერსივრცეს წარმოსახავს. მომხმარებელმა შეზღუდული დროის მონაკვეთში სივრცეში უნდა აღმოაჩინოს და დაიჭიროს რობოტი-ტანკეტკა ტატიკომუ. არანანირი ჯოისტიკი, ღილაკი და სენსორული პანელი — მხოლოდ სხეულის მოძრაობები. მხოლოდ თავისუფალი ლივლივი სივრცეში, დახრა წინ და უკან, ხელების აქნევა-დაქნევა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. ინსტალაცია 24 მარტს გაიხსნა, იგი ხელმისაწვდომი იქნება 19 აპრილს ტოკიოს სიბუიას რაიონში უნივერმაღ Parco-ს მეხუთე სართულზე. თუ კი მოხვდებით, შეგიძლიათ შეიძინოთ.

from BMCL on Vimeo.

წყარო: crunchgear.com