loading...

«

»

აპრ 03

უპილოტო ვერტმფრენები პინგ-პონგს თამაშობენ

მინიატურული უპილოტო ვერტმფრენები ხანდახან ნამდვილ საოცრებებს ახდენენ. მაგალითად, პინგ-პონგს თამაშობენ, რაც თვალსაჩინოდ დაგვანახეს შვეიცარიის ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ინჟინრებმა თავისი ახალი კვადროკოპტერების მაგალითზე.

მინიატურული უპილოტოების ზედა ნაწილში ავტორებმა ტენისის ჩოგნის ზედა ნაწილი დაამაგრეს. საკმარისია ბურთი ჩააწოდო, რომ მანქანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის ადგილმდებარეობას, გამოთვლის ტრაექტორიას და დამრტყმელი ზედაპირით დაარტყავს. რა თქმა უნდა, ისინი ნამდვილად ვერ შეედრებიან რაფაელ ნადალს ან როჯერ ფედერერს, მაგრამ ბურთს ეს კვადროკოპტერები გაცილებით ხშირად იჭერენ, ვიდრე დამწყები მოთამაშეები.

წყარო: technabob.com