loading...

«

»

აპრ 06

Hyundai-მ კონცეპტ ავტომობილი Blue2 წარმოადგინა

ავტომწარმოებელმა Hyundai სეულის ავტოსალონზე ახალი კონცეპტ-ავტომობილი წარმოადგინა — ელექტრული სედანი Blue2 (კოდური სახელი HND-6), რომელიც საწვავიანი ელემენტებით იკვებება. სახელში Blue2 შერწყმულია Hyundai-ს ავტომობილების ეკოლოგიურ სუბბრენდზე Blue Drive მინიშნება, ხოლო ციფრი «2» თავისებური ნამიოკია წყალბადის ორ ატომიან მოლეკულაზე, რომელიც აქ ენერგიის წყაროა.

ელექტრომობილი Hyundai Blue2 საწვავიანი ელემენტით იკვებება, რომელიც 90 კვტ სიმძლავრეს 100 კმ-ზე სულ რაღაც 2.8 ლიტრის დანახარჯისას უზრუნველყოფს. მანქანის დიზაინი ფუტურისტულ სტილშია შესრულებული, ეს პრაქტიკულად პრემიუმ-კლასის სპორტული მანქანაა, ხოლო ძარის წარმოებისას ეკოლოგიურად სუფთა მასალები იქნა გამოყენებული. Blue2-ს დაბალი წინაღობის მქონე საბურავებითა და ჩამოსხმული დისკებითაც შეუძლია იამაყოს, რომლებიც ერთობლივად მანქანის აეროდინამიკას ზრდიან.

ამას გარდა, ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების “შიგთავსიც” თანამედროვე ყოფილიყო; მანქანას მძღოლის ცნობა შეუძლია, იგი მას თავადაც კი უღებს კარს. ტრადიციული გვერდითა სარკეების ნაცვლად აქ გვერდითი კამერებია განთავსებული, აგრეთვე კამერა სახურავზეცაა, რომლებიც ერთობლივად ხედვის უფრო ფართო ზონას უზრუნველყოფენ. ყველა საჭირო მონაცემი გამჭვირვალე OLED-დისპლეიზე გამოდის, რომელიც დამცავი ფენითაა Gorilla Glass დაფარული. და ბოლოს, საინფორმაციო-გასართობი სიტემა ორიგინალური სენსორული კონტროლერით Motion Sensor Moustick იმართება.

წყარო: fareastgizmos.com