loading...

«

»

აპრ 13

ემოციური რობოტი-კომპიუტერი REETI

რობოტოტექნიკის სამყაროში სილიკონის კანს მანქანის მონსტრადElfoid P1, ან მისი სიმპათიურ არსებად ქცევა შეუძლია, როგორც მექანიზმის REETI შემთხვევაშია, რომელიც ფრანგული კომპანიის Robopec ინჟინრებმა შექმნეს. ეს მანქანა ერთდროულად კომპიუტერიცაა და ტელედასწრების რობოტიც, რომელიც ანხორციელებს თვალებით (ვებ-კამერები) გადაღებული ვიდეოს ტრანსლაციას, აგრეთვე რეაგირებს შეხებაზე და საკუთარ ემოციებს მიმიკის მსგავსი “რაღაცით” გამოხატავს.

მანქანის ელექტრონულ კომპონენტებში შედის ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom ტაქტური სიხშირით 1,8 გჰც, გრაფიკული ჩიპსეტი NVIDIA Ion 2, ხისტი დისკი 500 გბაიტი, უსადენო მოდული Wi-Fi b/g/n, ქსელის სარჭი, სამი პორტი USB, ინტერფეისი HDMI, ციფრული აუდიოგამოსასვლელეის კრეუბლი, აგრეთვე Blu-ray. REETI ოპერაციული სისტემით Ubuntu იმართება, რომელზეც არა მარტო სტანდარტული კომპიუტერული პროგრამებია დაყენებული, არამედ რობოტებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული პროგრამებიც. სურვილისას რობოტს მონიტორი, კლავიატურა და თაგვი შეგიძლიათ მიუერთოთ, და მაშინ იგი სრულფასოვანი ნეთტოპი გახდება.

თუმცა, ჩვეულებრივ ნეთტოპებს ლოყები არ აქვთ, რომლებიც სხვადასხვა ფერად ნათდება ხასიათის შესაბამისად. და კიდევ, როგორც წესი კომპიუტერებს არ აქვთ თავი, რომელიც ადვილად ბრუნავს და უთვალთვალებს ადამიანებს სამ განზომილებაში წყვილი კამერის დახმარებით, აგრეთვე დისტანციურად იმართება iPad-თვის განკუთვნილი პროგრამით. და ბოლოს, ყველა კომპიუტერს როდი შეუძლია აღიქვას ხმოვანი ბრძანებები და წაიკითხოს RSS-გზავნილების სათაურები, Facebook, Twitter და სხვა წყაროებიდან. იმის შესახებ, როდის გამოჩნდება REETI მასობრივ წარმოებასა და გაყიდვაში, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

წყარო: slashgear.com