loading...

«

»

აპრ 15

ახალი იტალიური სუპერქარი

ახლახანს გავრცელდა ახალი იტალიური სუპერქარის – როდსტერ Codatronca Monza–ს პირველი ოფიციალური ფოტოსურათები, რომელიც კომპანია SpadaVettureSport–მ ააგო და რომელიც უკვე უშვებს “კუპეს” ძარის მქონე ანალოგიურ მანქანას. ამ ავტომობილი პრემიერა მონაკოში გახსნილ გამოფენაზე შედგება, რომელიც 14 აპრილს გაიხსნება.

ახალი ავტომობილი აგებულია სუპერქარ შევროლე კორვეტ 206–ს პლატფორმაზე და აღჭურვილია შვიდლიტრიანი V8 ძრავით. მისი სიმძლავრე, რომელიც ექვსსაფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფის დახმარებით მუშაობს, 700 ცხენისძალას შეადგენს. ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის როდსტერს სამი წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კილომეტრი იქნება საათში.

სუპერქარი, რომლის წონა 1.250 კილოგრამს შეადგენს, ასევე მიიღებს 19 დიუმიან მსუბუქი შენადნობის ბორბლების დისკებს პირელის საბურავებით. მანქანის სამუხრუჭე მექანიზმები კომპანია ბრემბომ შექმნა.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია სისტემით, რომელსაც შეუძლია 40 არხის 80 საათიანი ტელემეტრია ჩაწეროს, მათ შორის საჭის მოტრიალების კუთხე, გასწვრივი და გვერდითი გადატვირთვები, ყოველი ბორბლის სისწრაფე ცალკე აღებული ტრასაზე რბოლის დროს. ასევე როდსტერს აქვს სამ რეჟიმში მომუშავე სტაბილიზაციის სისტემა.

რამდენი ეგზემპლარის დამზადებას აპირებს კომპანია, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მხოლოდ 20 კუპეს გამოშვება იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ რამდენი მანქანა იქნა გაყიდული, უცნობია.

ევროპაში როდსტერის ფასი 250 ათასი ევროდან დაიწყება.

წყარო: sana.ge

1 comment

  1. avatar
    ილია

    avatarუნდა ვიყიდო ცოტას ვერ დამიმატებთ? ;დ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>