loading...

«

»

აპრ 16

თაბორი (მთა)

ფაილი:Mount Tabor4.jpg

თაბორი (ებრ. הר תבור, თავორო) — 588 მ სიმაღლის ცალკე მდგომი მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეიაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში.

ქრისტიანობაში ტრადიცილიულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად. მთის თავზე არსებობს ორი მონასტერი, მართლმადიდებლური და კათოლიკური.

მთის ჩრდილოეთი-აღმოსავლეთ ნაწილსი არსებობს ფერისცვალების მოქმედი ბერძნული მართლმადიდებლურიდედათა მონასტერი. მონასტრის დაფუძნების ისტორია დაკავშირებულია მოლდოველი არქიმანდრიტის, ირინაჰის სახელთან. მთაზე დასახლების შემდეგ (სავარაუდოდ, 1854 წელი) მან აღმოაჩინა ბიზანტიური ბაზილიკის ნანგრევები, რომლის აგება უკავშირდება მოციქულთასწორი ელენეს სახელს.). ირინაჰმა დაიწყო მისი აღდგენა, მაგრამ ეს საქმე ვერ დაასრულა, რადგანაც გარდაიცვალა შობა დღეს, 93 წლის ასაკში და დაიკრძალა მონასტერშივე.

სიმაღლე: 588 მ
მდებარეობა: ისრაელის დროშა ისრაელი

 

ტაძარი აშენდა და იკურთხა 1862 წლის 6 აგვისტოს. ტაძარს გააჩნია სამი ტრაპეზი – ცენტრალური – ფერისცვალებისა, სამხრეთი – წინასწარმეტყველთ მოსესა და ელიასი, ხოლო ჩრდილოეთი წმინდა გიორგისა და დიმიტრი სოლუნელის. სამრეკლო აშენდა 1911 წელს. ტაძრის მშენებლობა ხორციელდებოდა რუსეთიდან გამოგზავნილ ფულზეც. მონასტერში ინახება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი დაუჯდომელი ხატი. მოსესა და ელიას ტრაპეზის აფსიდშიშენარჩუნებულია უძველესი ტაძრისა და ბიზანტიური მოზაიკის ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არსებობს ასევე მელქისედექის მღვიმეური სამლოცველო.