loading...

«

»

აპრ 16

“კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ”

:!: დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასე ყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული კვლევა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია. შევეცადე ის არ ყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდა მაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა სიტყვას დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი, გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველი ფრესკები, ბარელიეფები, თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზედაც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ა.შ. მოკლედ ყველას გირჩევთ, გადაიწეროთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან და წაიკითხოთ, არა იმიტომ რომ ჩემია, არამედ იმიტომ, რომ მართლა ძალიან საინტერესოა და აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს მცირედი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს ამ საკითხზე.

სტატიის განახლებული ვერსია სანახავად დააჭირეთ აქ!

Share Button

9 comments

Skip to comment form

  1. avatar
    hawking

    avatarChemi azrit 100% arsebobs sicocxle sxvagan radgan miliardobit galaaktikaaa
    chvennnairi. araa aucilebeli mainda mainc isetebi iyvenen rogorsac teleshi achveneben shesadzlebelia mikro organizmebi iyos, logodan gamomidinare da statiidan getyoba mecniereba giyvars chemsavit :d:d

  2. avatar
    თინი :)

    avatarდიდი მადლობა საინტერესო წიგნისათვის, მაგრამ ერიჰ ფონ დენიჯენისეულია და კიდევ ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმისეული (არ დავასახელებ რომლის) :)

  3. avatar
    ილია

    avatarარსებობენ

  4. avatar
    თინი :)

    avatarრა, მაგაშ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ არსებობენ? ვისაც ეპარება ნიცშეს სიტყვებს წამოვაწევ აღმართში ”რწმენა,- არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე”

  5. avatar
    გიორგი

    avatarარსებობენ და დარწმუნებულიც ვარ ამაში. თუ კი ადამიანს მცირე წარმოდგენა მაინც აქვს იმაზე, თუ რამხელაა სამყარო, კოსმოსი, რა რაოდენობის ციურ სხეულა თუნდაც ჩვენს გალაქტიკაში, (მიახლოებით რათქმაუნდა) თუ, მისი აზროვნების არეალი არაა შეზღუდული, მაშინ ის თვაისუფლად ირწმუნებს იმას, რომ სადღაც იქ, შორეული გალაქტიკის რომელიღაც პლანეტაზე, არსებობს სიცოცხლე თუნდაც ჩვენზე დაბალი განვითარების… მეტსაც გეტყვით: ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს (ვგულისხმბ ისეთ ზე-სახელმწიფოებს, როგორიც ამერიკაა და ა.შ) აქვთ დამადასტურებელი ინფორმაცია უცხო რასის არსებობისა, მაგრამ ამას ჩვენამდე, უბრალო ხალხამდე არავინ მოიტანს, რაღაც-რაღაც მიზეზებისდაგამო…
    მე თქვენი წიგნი, ვერ გადმოვწერე, ლინკი ურევს, მაგრამ საკმაოდ ბევრი მასალა მაქვს წაკითხული თუ მოსმენილი ამ თემასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ…

  6. avatar
    თინი :)

    avatarმე კიდევ იმაში ვარ დარწმუნებული რომ, ჩვენი ე.წ რელიგიის შექმნაში იმხელა წვლილი უდევთ ჩვენ მეგობრებს სხვა პლანეტებიდან როგორც სააკაშვილს ”ვარდების რევოლუციის” მოწყობაში. რელიგია ხალხის მანიპულირების უდიდესი ძალაა, რასაც სახელმწიფოები ყველაზე მეტად იყენებენ. ისევ ნიცშეს გამონათქვამს მოვიშველებ მათთვის ვინც აღმართით მიდიდის ”ადამიანი ღმერთის შეცდომა თუ- ღმერთია ადამიანის შეცდომა?”
    :?::?::?::?::?::?:

  7. avatar
    გიორგი

    avatarსხვათაშორის არ შემიძლია არ დაგეთანხმო, რაღაც დონეზე მეც ვუშვებ მაგ მოსაზრებას. თუნდაც იმიტომ რომ უამრავი ამოუხსნელი ფაქტია, იგივე პირამიდები და სხვა. არ ვიცი უცხო რასამ შექმნა თუ არა ადამიანი, მაგას მათ მოსვლამდე ვერც გავიგებთ :mrgreen::mrgreen: მაგრა, დედამიწაზე რომ ნამყოფნი იყვნენ, თუნდაც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, მაგას წყალი არ გაუვა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ამდენი გრანდიოზული ნაგეგობა ადამიანის ხელითაა აშენებული, მაინც ვერ დავიჯერებ. სხვაზე რომ არ ვისაუბროთ…

  8. avatar
    თინი:)

    avatarმაშინ ეს თუ სიმართლე აღმოჩნდა წარმოიდგინე რა მოხდება ჩვენ “თუ ღმერთმა შეგვქმნა” მაშინ ე.წ უცხოპლანეტელები ვინღა ჯანდაბამ შექმნა? ესეიგი გმოდის რომ ღმერთI არ არსებობს და ეს ამხელა რწმენა სულ წყალშია ჩაყრილი და ეს საწყალი ხალხი ტყუილად დაიღუპა თავი ამდენი საუკუნეების განმავლობაში? ვაიმე დედა! კოშმარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  9. avatar
    androabuladze

    avatarთინი :) დაწერილი:

    დიდი მადლობა საინტერესო წიგნისათვის, მაგრამ ერიჰ ფონ დენიჯენისეულია და კიდევ ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმისეული (არ დავასახელებ რომლის)

    პრე-ასტრონავტიკის ეს დარგი დენიკენმა შექმნა. ამ ადამიანს არ აქვს დატოვებული (თითქმის) არც ერი მისტიური ნაგებობა, მითი და რელიგია,
    ამიტომაც ვინც არ უნდა დაწეროს პალეოკონტაქტის თეორიაზე ვერ გაექცევა მის გავლენას. ეს იგივეა რუსთველოოგი გახდე და “ვეფხისტყაოსანის” მაგივრად “კაცია-ადამიანზე” დაიცვა დისერტაცია. :D:D
    ისე მაგ დოკუმენტური ფილმი ancient aliens-ია – history channel-ის ყველაზე წარმატებული პროექტი. მე თავიდანვე აღნიშნული მაქვს, რომ წიგნში არის ჩემი გამოკვლევები სხვადასხვა მკვლევართა ნაშრომებთან და ძალიან, ძალიან ბევრია ისეთი რამ, რაც დოკუმენტურ ფილმებში არ არის (ყოველ შემთხვევაში, მე ancient aliens-ის 3 სერიის მეტი არ მინახავს).
    რაც არ უნდა იყოს ამ წიგნში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, მაქსიმალურადაა შეკუმშული, ლაკონურია და ღირებულია მათთვის ვისაც ეს თემა აინტერესებს. სხვათაშორის ბევრი ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევა ბევრ ახალს გაიგებს, დარწმუნებული ვარ.8) 8)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>