|
აპრ
23
|

ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა.იმპერატორმა ელჩი ღირსეულად მიიღო და სადილად მიიწვია, საქმეზე შემდეგ მოვილაპარაკოთო.
სადილზე თევზი მიართვეს. თურმა სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულეა ჰქონდათ: ვინც სუფრაზე მოტანილ სანოვაგეს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, თუ არა და სიკვდილით დასჯიდნენ.
ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას თევზის გადაღება უნდოდა, ერთს ხელი შეახო, მაგრამ ედიდა, ხელი გაუშვა და უფრო მომცრო გადაიღო. ეს შენიშნა მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულმა, გვერდში მჯდომთ თვალით ანიშნა სტუმრის საქციელი; დიდებულები ერთბაშად წამოიშალნენ და ყვირილი მორთეს:
— სიკვდილი უზრდელს, სიკვდილი!
ამ გარემოებამ იმპერატორი ძლიერ შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა და ამას კი ომი მოჰყვებოდა, თუ არ მოკლავდა, ჩვეულებას დაარღვევდა და დიდებულები გაუდგებოდნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ იმპერატორმა ელჩს უთხრა:
— ვწუხვარ, ბატონო უცხოელო, მაგრამ ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არ მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ… მაგრამ… ვფიცავ, სიკვდილის წინ სიცოცლის გარდა, რასაც მთხოვ, აგისრულებ.
ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამ სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადარჩა.
გამოცანით, რა უნდა ეთხოვა ელჩს იმპერატორისათვის, სიცოცხლის შენარჩუნების გარდა ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩენოდა?



აპრილი 24th, 2011 at 11:55
აპრილი 26th, 2011 at 22:39
აპრილი 28th, 2011 at 10:34
აპრილი 28th, 2011 at 18:24
პასუხთან ახლოს ხარ
აპრილი 29th, 2011 at 22:04
ან პატიება სთხოვა :დ
აპრილი 30th, 2011 at 19:46
აპრილი 30th, 2011 at 19:46
მაისი 5th, 2011 at 11:26
მაისი 9th, 2011 at 20:46
მაისი 10th, 2011 at 23:28
მაისი 14th, 2011 at 15:56
ივნისი 10th, 2011 at 18:10
ივნისი 15th, 2011 at 00:46
ივნისი 15th, 2011 at 22:38
ივნისი 19th, 2011 at 16:45
ივლისი 2nd, 2011 at 15:25
ივლისი 7th, 2011 at 11:01
ივლისი 11th, 2011 at 23:51
ივლისი 16th, 2011 at 13:21
ივლისი 16th, 2011 at 13:28
ივლისი 26th, 2011 at 10:44
ივლისი 29th, 2011 at 15:32
აგვისტო 22nd, 2011 at 12:57
აგვისტო 24th, 2011 at 15:57
სექტემბერი 3rd, 2011 at 10:02
სექტემბერი 5th, 2011 at 18:04
სექტემბერი 14th, 2011 at 23:11
სექტემბერი 15th, 2011 at 00:25
სექტემბერი 18th, 2011 at 20:44
სექტემბერი 22nd, 2011 at 20:24
სექტემბერი 26th, 2011 at 04:19
სექტემბერი 29th, 2011 at 21:37
სწორი ხარ
სექტემბერი 30th, 2011 at 14:50
ოქტომბერი 15th, 2011 at 00:09
ოქტომბერი 23rd, 2011 at 18:20
ნოემბერი 4th, 2011 at 21:55
ნოემბერი 6th, 2011 at 17:23
ნოემბერი 7th, 2011 at 14:05
ნოემბერი 10th, 2011 at 15:36
ნოემბერი 15th, 2011 at 14:01
ნოემბერი 20th, 2011 at 02:05
დეკემბერი 1st, 2011 at 17:34
დეკემბერი 2nd, 2011 at 18:11
დეკემბერი 3rd, 2011 at 18:17
და პასუხი
დეკემბერი 19th, 2011 at 23:23
დეკემბერი 24th, 2011 at 21:46
დეკემბერი 26th, 2011 at 10:49
დეკემბერი 26th, 2011 at 15:04
დეკემბერი 26th, 2011 at 17:28
იანვარი 2nd, 2012 at 00:40
თებერვალი 8th, 2012 at 23:00
თებერვალი 14th, 2012 at 21:51
თებერვალი 22nd, 2012 at 16:31
შევალეთ ცხენები ,ეს ორი სიტყვა უთხრა გლეხმა
მარტი 5th, 2012 at 17:28
აპრილი 13th, 2012 at 12:21
აპრილი 16th, 2012 at 15:06
აპრილი 18th, 2012 at 14:37
მაისი 2nd, 2012 at 00:14
იყო სამი ბრძენი და ერთმანეთში ჩხუბობდნენ თუ რომელი იყო უფრო ჭკვიანი. ამ კინკლაობაში გამოიარა კაცმა ტომრით ხელში და უთხრა სამ ბრძენს:
– ამ ტომარაში მაქვს 5 ქუდი. 3 შავი და 2 თეთრი. თითოეულს დაგაფარებთ ქუდს ისე რომ დაინახოთ მხოლოდ დანარჩენი ორის ქუდის ფერი. საკუთარ ქუდს ვერ დაინახავთ. ვინც პირველი გამოიცნობს თავზე რა ფერის ქუდი ახურავს ის იქნება ყველაზე ჭკვიანი.
ამ კაცმა სამივეს დააფარა შავი ქუდი. ცოტა ხანში ერთერთმა წამოიყვირა მე შავი ფერის ქუდი მახურავსო. როგორ მიხვდა?
მაისი 2nd, 2012 at 00:16
მაისი 4th, 2012 at 01:11
მაისი 4th, 2012 at 01:16
მაისი 6th, 2012 at 16:02
ახლოს ხარ მაგრამ პასუხი არ არის ნათელი.
პასუხი:
პირობითად დავარქვათ ამ ხალხს I, II, III. ეხლა I ფიქრობს: “მე ვხედავ ორ შავ ქუდს. მე რომ თეთრი მეხუროს II დაინახავდა ჩემ თეთრ და III-ის შავ ქუდს. ის იფიქრებდა “მე რომ თეთრი ქუდი მეხუროს III წამოიყვირებდა შავი მახურავსო. რადგან III ხმას არ იღებს, და აქედან გამომდინარე არც II, გამოდის რომ შავი ქუდი მახურავს” ო