loading...

«

»

აპრ 26

გა­ნა­თე­ბა – უც­ნო­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა

სას­ცე­ნო სივ­რ­ცის გა­ნა­თე­ბა – ეს არის სა­კითხი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

გარ­და იმი­სა, რომ გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი და შეს­წავ­ლი­ლი არ არის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაგ­ვიგ­როვ­და, ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ის­წავ­ლე­ბა, ანუ სა­თე­ატ­რო სივ­რ­ცის გა­ნა­თე­ბის ”უფ­ლე­ბით” სარ­გებ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ცოდ­ნა, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხარ­ჯ­ზე და­აგ­რო­ვეს. მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია, რად­გან გა­ნა­თე­ბის პარ­ტი­ტუ­რა­ზე მო­მუ­შა­ვე­თა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის.

ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო იყო იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი სკო­ლის პრო­ფე­სო­რის და მხატ­ვარ-გამ­ნა­თებ­ლის – ჯე­ნი­ფერ ტიფ­ტო­ნის (Jennifer Tipton, 1937) ორ­დღი­ან ტრე­ი­ნინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მელ­საც ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რ­მა უმას­პინ­ძ­ლა. ამე­რი­კელ სტუ­მარ­თან ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რებს ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, სცე­ნოგ­რა­ფე­ბი და გამ­ნა­თებ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

ჯე­ნი­ფერ ტიფ­ტონ­მა აუდი­ტო­რი­ას­თან სა­უბ­რი­სას აქ­ცენ­ტი, ძი­რი­თა­დად, გა­ნა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, მათ გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა­სა და ფერ­ზე გა­ა­კე­თა. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დ­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბამ­დე მხატ­ვარ-გამ­ნა­თე­ბელ­მა ძა­ლი­ან მოკ­ლედ გა­იხ­სე­ნა თუ რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა სამ­ყა­რო, რო­მელ­მაც გა­ი­ტა­ცა:

”ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი ფი­ზი­კას, მაგ­რამ ერთ დღე­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ მო­ცეკ­ვა­ვე მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, ნიუ იორ­კ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და­ვიწყე ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­მაც სა­ბა­ლე­ტო დად­გ­მე­ბის რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და­მა­კის­რა და აი, ამ დროს ჩა­მით­რია საქ­მემ, რო­მე­ლიც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და”, – აღ­ნიშ­ნა ტიფ­ტონ­მა სა­უბ­რის და­საწყის­ში. მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი გა­სა­ღე­ბი პი­რად დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ში ”იმა­ლე­ბა”. ამის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვა­რო, ხმა­მაღ­ლა აღ­ნიშ­ნავს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად შეძ­ლო ის, რომ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან თე­ატ­რებ­თან, ხე­ლო­ვა­ნებ­თან და შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუ­ფებ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლა. მი­სი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი იყო მხატ­ვარ-გამ­ნა­თე­ბე­ლი ტო­მას სკელ­ტო­ნი (Thomas R. Skelton), რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, სა­ბა­ლე­ტო დად­გ­მებ­სა და ბროდ­ვე­ის თე­ატ­რის წარ­მოდ­გე­ნებ­ზე მუ­შა­ობ­და. სწო­რედ მი­სი ასის­ტენ­ტი იყო ჯე­ნი­ფერ ტიფ­ტო­ნი, რო­მელ­მაც ბროდ­ვე­ის­თ­ვის პირ­ვე­ლად თორ­თონ უაილ­დე­რის ”ჩვე­ნი ქა­ლა­ქი” (1969) გა­ა­ფორ­მა. მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია არა­ერ­თი ჯილ­დო. მათ შო­რის საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი Tony Award, რო­მე­ლიც ორ­ჯერ გა­და­ე­ცა, ერ­თხელ ან­დ­რეი სერ­ბა­ნის ნა­მუ­შევ­რის­თ­ვის ”ალუბ­ლის ბა­ღი” (ან­ტონ ჩე­ხო­ვი), ხო­ლო მე­ო­რე Jerome Robbin’s Broadway-სთვის. ტიფ­ტონ­მა, რო­გორც გა­ნა­თე­ბის დი­ზა­ი­ნერ­მა, სა­ხე­ლი Paul Taylor Dance Company-ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თაც გა­ით­ქ­ვა. მას უმუ­შა­ვია მი­ხე­ილ ბა­რიშ­ნი­კოვ­თან, ირ­ჟი კი­ლი­ან­თან, და­ნა რე­იც­თან, ჯე­რო­მი რო­ბინ­ს­თან, პოლ ტე­ი­ლორ­თან, დენ ვა­გო­ნერ­თან, შენ ვე­ის­თან.

ჯე­ნი­ფერ ტიფ­ტო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლედ 7 მარტს, გა­ზეთ ”24 სა­ათ­ში” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შიც ით­ქ­ვა. ამ­ჯე­რად კი გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც გა­ნა­თე­ბის კუთხე­ზე, ფერ­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი ტრე­ი­ნინ­გის პირ­ვე­ლი დღის ბო­ლოს ჩა­ვი­წე­რე.

– უპირ­ვე­ლე­სად, გვითხა­რით უფ­რო დე­ტა­ლუ­რად პრო­ექ­ტის შე­სე­ხებ, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქარ­თ­ველ პი­ა­ნის ეთერ ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ და რომ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვე­ნე­ბაც იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ

ვე­ღარ მო­ხერ­ხ­და…

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სკრი­ა­ბი­ნის­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი ნო­ტი ასო­ცირ­დე­ბო­და ფერ­თან და ქ-მა ეთერ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­თე­ბაც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ფერ­თა გა­მა შე­ე­მა­ტე­ბი­ნა. აი, აქი­დან და­ი­ბა­და იდეა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. იმი­სათ­ვის, რომ მუ­სი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მე­ნა­ხა ფე­რე­ბი, ეთერ­მა ნა­წარ­მო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ნაწყ­ვე­ტი მო­მას­მე­ნი­ნა. ამ კომ­პო­ზი­ტო­რის­თ­ვის ყო­ვე­ლი ნო­ტი გარ­კ­ვე­ულ ფერს ”ნიშ­ნავ­და”, მაგ­რამ მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი იმ­დე­ნად სწრა­ფად სრულ­დე­ბა, რომ ამ ფე­რე­ბის ასე გა­მოკ­ვე­თი­ლად აღ­ქ­მა და ამოც­ნო­ბა, ცხა­დია, რთუ­ლია.

– რა­ტომ ვე­ღარ მო­ხერ­ხ­და მი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნა?

– პრო­ექ­ტ­ში ვი­ყე­ნებთ ფე­რე­ბის შემ­ც­ვ­ლელ აპა­რატს, რო­მე­ლიც უხ­მოა, მაგ­რამ ასე­თი ”უხ­მო” აპა­რა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არის. ”ხმა­უ­რი­ა­ნი” კი პი­ა­ნისტს ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლია.

– ტრე­ი­ნინ­გ­ზე აღ­ნიშ­ნეთ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა თე­ო­რი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე კი არა, სა­კუ­თარ დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე ააგეთ…

– დი­ახ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, მაგ­რამ დღეს სხვებს ვას­წავ­ლი და ვას­წავ­ლი ჩე­მე­ბუ­რად, მაგ­რამ პრაქ­ტი­კულ­მა სა­მუ­შა­ომ იმ­დე­ნი მომ­ცა, რომ ახ­ლა სათ­ქ­მელს უკ­ვე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით გად­მოვ­ცემ.

– და ამ პრო­ცეს­ში რი­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ?

– არაფ­რით, არა­ნა­ი­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით, მე ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­მო­ვი­მუ­შა­ვე. ამ დროს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თუ რას იწ­ვევს ჩემ­ში ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვა­ფორ­მო.

– აღ­ნიშ­ნეთ, რომ გი­მუ­შა­ვი­ათ რო­გორც სა­ო­პე­რო და სა­ბა­ლე­ტო დად­გ­მებ­ზე, ასე­ვე დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნებ­ზეც… მათ შო­რის, რო­მე­ლია თქვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბე­ლი?

– თი­თო­ე­უ­ლი, მაგ­რამ არ გა­ვა­ფორ­მებ­დი მა­გა­ლი­თად, როკ კონ­ცერტს, რად­გა­ნაც რო­კი დი­დად არ მიყ­ვარს. იგი­ვეს ვერ ვიტყ­ვი ჯაზ­ზე… ამის გარ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დი­დად არ მი­ტა­ცებს…

– მაგ­რამ ამის გა­რე­შე დღეს უკ­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია…

– გე­თან­ხ­მე­ბით, მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში ძა­ლი­ან ბევრ თე­ატ­რ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს არა აქვს ახა­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნის ფუ­ლი, ამი­ტო­მაც ვი­ყე­ნებ უფ­რო აპ­რო­ბი­რე­ბულს, უფ­რო მარ­ტივს, რად­გა­ნაც ხში­რად გა­ნა­თე­ბა იმ­დე­ნად ხე­ლოვ­ნურს ქმნის მსა­ხი­ობ­სა და მო­ცეკ­ვა­ვეს, რომ მა­თი აღ­ქ­მა და სცე­ნა­ზე ყუ­რე­ბა მი­ჭირს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხატ­ვარ-გამ­ნა­თე­ბე­ლი ვარ, ჩემ­თან წამ­ყ­ვა­ნი მა­ინც მსა­ხი­ო­ბია და არა გა­ნა­თე­ბა. ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია კონ­ტექ­ს­ტი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და არა ეფექ­ტი.

პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც ჯე­ნი­ფერ ტიფ­ტო­ნი ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­იწყებს, სტრა­ვინ­ს­კის ოთხ სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერტს უკავ­შირ­დე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მი­სი და ეთერ ან­ჯა­ფა­რი­ძის ერ­თობ­ლივ პრო­დუქტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ.

 

წყარო: 24saati.ge

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>