loading...

«

»

მაი 01

Ideum MT55 HD – საიმედო და მწარმოებლური მულტიტაჩ-მაგიდა

Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით  სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს.

MT55 HD-ის საფუძვლად HP-ის სისტემა უდევს, რომელშიც შედის Intel-ის პროცესორი i7 სიხშირით 2,93 გჰც, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, წყვილი 250-გიგაბაიტიანი ხისტი დისკი SATA, აგრეთვე ვიდეოკარტა NVIDIA Quadro 600. კონფიგურაციას Wi-Fi-, Bluetooth- და Ethernet-კავშირები ემატება, ხოლო მუსიკალური თანხლებისთვის Bose-ის აკუსტიკური სისტემაა გათვალისწინებული. არის აგრეთვე რამოდენიმე USB 2.0 პორტი.  კონფიგურაციას ჩაშენებული უწყვეტი კვების წყაროები (Uninterruptible Power Supply, UPS) და გაგრილების განვითარებული სისტემა ასრულებენ.

MT55 HD-ს გარე მონიტორზე HDMI-ის დახმარებით გამოსახულების გამოტანა შეუძლია. სისტემა Windows 7 Professional x64-ის ბაზაზე მუშაობს, კომპლექტში შედის SDK GestureWorks, რომელიც Flash და Flex-თან ინტეგრაციისთვისაა განკუთვნილი. სამწუხაროდ, Ideum-ის სიახლის ღირებუ

ლება ცნობილი არ არის – MT55 HD-ის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპანიის საიტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

წყარო: Ideum