loading...

«

»

მაი 04

რობოტმა Rollin’ Justin ბურთების დაჭერა იცის

გერმანიის აეროკოსმოსური სააგენტოს DLR ინჟინრებმა გააუმჯობესეს საკუთარი რობოტი Rollin’ Justin და მას მცირე ზომის საგნების დაჭერა (უპირატესად ბურთები) ასწავლეს, რომლებსაც მისი მიმართულებით ისვრიან. ამასთან, მანქანის რეაგირების სიზუსტე 80%-მდეა, ასეთი შედეგი ყველა ადამიანსაც კი არ აქვს.

ამ ამოცანის შესასრულებლად Rollin’ Justin მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებს, რათა მფრინავი ობიექტის ტრაექტორია განსაზღვროს, მეტიც, იგი მისკენ გასროლილი ორი ბურთის ტრაექტორიასაც კი ამუშავებს ერთდროულად. ამასთან, ზემოთაღნიშნული 80-პროცენტიანი სიზუსტე 2-სმ ხარვეზს შეესაბამება, ხოლო ყველა აუცილებელ გამოთვლას, მათ შორის ხელის პოზიციის განსაზღვრა, იგი 5 მილიწამში ახორციელებს. დემონსტრაციის მეორე ნაწილში ინჟინრებმა გვიჩვენეს თუ როგორ ამზადებს რობოტი ყავას და ხელოვნური ინტელექტისთვის საკმაოდ რთულ მოქმედებებს ასრულებს. მონაცემთა დამუშავებისთვის Rollin’ Justin ჩაშენებულ კომპიუტერულ სისტემას კი არ იყენებს, არამედ გარე მძლავრ მანქანას უერთდება.

წყარო: ubergizmo.com