loading...

«

»

მაი 09

ოკოლადის მანქანა ტკბილეულის მოყვარულებისთვის

ვიფიქრე, ვიფიქრე, რითი გამეხალისებინეთ ამ გაჭიანურებულ წვიმიან ამინდში, და შოკოლადის მანქანა რომ აღმოვაჩინე, მივხვდი, ეს ის იყო, რაც გამომადგებოდა! შოკოლადს ხომ ანტიდეპრესიული მოქმედება აქვს. დარწმუნებული ვარ, იგივე ეფექტი ექნება შოკოლადის მანქანას! ეს გემრიელი სმარტი კომპანია მერსედეს-ბენცმა დაამზადა.

ერთის მხრივ, ვფიქრობ, რომ სახიფათოა ასეთი მანქანის ყოლა! შეიძლება რომელიმე ტკბილეულის მოყვარული ადამიანი საცობში მოგეპაროს და მაგალითად, მანქანას ბამპერი მოაკბიჩოს! :)

თუ სურვილი გაგიჩნდათ, ასეთი მანქანა საყვარელ ადამიანს აჩუქოთ, წინასწარ მაინც ნუ შეპირდებით, სანამ ფასს არ გეტყვით – ზუსტად 28 780 დოლარი.
ჯერ გავისეირნებ, მერე – მივირთმევ!  – ასეთი აზრი გამიჩნდა შოკოლადის სმარტის დანახვისთანავე! მაგრამ სინამდვილეში, ამ სურვილის მეორე ნაწილს რეალობად ვერც ხსენებული 28 000-ის ფლობის შემთხვევაში ვაქცევდი, რადგან ეს ნამდვილი მანქანაა! – სპეციალურად შეყვარებულებისთვის შექმნილი   Mercedes Benz Valentine design concept. ყავისფერი კორპუსი შოკოლადის ფილას ჰგავს. მისი პრემიერა ტოკიოში გაიმართა წელს იანვარში, იმიტომ რომ იაპონიაში აქვთ ტრადიცია – ქალები დღესასწაულებზე და განსაკუთრებით, ვალენტინობაზე შოკოლადს ჩუქნიან შეყვარებულებს.
სმარტის გარეგნობა მერსედესის შეკვეთით, დიზაინერმა ტადააკი ვაკამასუმ დაამუშავა იაპონურ აქსესუარების მაღაზია Q-Pot-თან ერთად. შოკოლადის  2-ადგილიანი სმარტი ახლაც დგას ტოკიოს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, როგორც შოკოლადის გაყიდვების სტიმულირების ერთ-ერთი საშუალება. 

 

წყარო: carblog.ge

4 comments

Skip to comment form

  1. avatar
    ნიინ :)

    avatarაუუუფ…დიდი სიამოვნებით მოვაჭამდი… “კაპოტს” :D:D:lol::lol:

  2. avatar
    ანა

    avatarმაგარია :?:?:lol::lol:

  3. avatar
    ანა

    avatarme siamovnebit movachamdi ruls ruls tu ara nomers mainc an xelis muxruchs :D:D:o:o:P :P :oops::oops: dzalain minda :roll::roll::mrgreen::mrgreen::arrow::arrow:

  4. avatar
    mari davitadze

    avatardidi SIAMOVNEBIT MOVACHAMDI MANQANAS ROMELIME NAWILS DZALIAN MINDA DA RAVQNA? :D:D:D:D:Dhttp://icode.ge/wp-includes/images/smilies/icon_redface.gif :oops::oops::evil::evil::twisted::twisted::roll::roll::wink::wink::D:D:( :(

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>