loading...

«

»

მაი 18

Packard Bell oneTwo S: ლამაზი პერსონალური კომპიუტერი-მონობლოკი მძლავრი «გულით»

კომპანიამ Packard Bell განაცხადა, რომ ამ თვის ბოლომდე ბაზარზე გამოუშვებს მაგიდის კომპიუტერულ სისტემას კატეგორიიდან «ყველაფერი ერთში» სახელად oneTwo S.

ეს მოდელი მიმზიდველი დიზაინის კორპუსშია (სამი შეფერილობით) მოთავსებული. იგი 20-დიუმიანი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებული ისეთი სპეციალური პროგრამებით «ტაჩსკრინით» სამართავად, როგორიცაა TouchBrowser, TouchMusic, TouchPhoto, TouchVideo და TouchCam. პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე მოდიფიკაციითაა ხელმისაწვდომი პროცესორების Intel (Sandy Bridge თაობა) ან AMD (Phenom II X6-მდე) ბაზაზე. ამასთან მის არსენალში ყველაფერთან ერთად შეიძლება იყოს ინტეგრირებული გრაფიკა ან დისკრეტული ვიდეოკარტა AMD ან NVIDIA, ჩაშენებული ტვ-ტიუნერი, აგრეთვე ჩაშენებული 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა.

რაც შეეხება პროდუქტის საწყის ღირებულებას, იგი 500 ევროს შეადგენს.

წყარო: Packard Bell