loading...

«

»

მაი 19

PlayStation Move: ითამაშე მოძრაობაში

სანამ გადავალთ უშუალოდ მოწყობილობის განხილვაზე, გადავხედოთ ისტორიას. სხვათაშორის არცთუ ისე შორეულს: სულ რაღაც ხუთი წლის წინ Nintendo-მ გამოუშვა კონსოლი Wii, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სათამაშო ინდუსტრია. კონტროლერი Wii Remote (მოფერებით Wiimote) იძლეოდა თამაშში ჩაღრმავების აქამდე უპრეცენდენტო საშუალებას და გადაიქცა სრულ ბესტსელერად დაანონსებისთანავე. ასე მაგალითად, 2009 წლის ბოლომდე აშშ-ში აშკარად იგრძნობოდა Wii-ის დეფიციტი.
ზორზოხი PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის ფონზე, რეალურად საკმაოდ პრიმიტიული Wii გამოიყურებოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ, ღირდა ნაკლები და უზრუნველყოფდა სულ სხვა შეგრძნებებს თამაშებისგან. ბუნებრივია, Sony და Microsoft ამგვარ ვითარებას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ და ამიტომ 2010-ში წარმოადგინეს თავ-თავისი კონტროლერები, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებული მიდგომებებისა აერთიანებდათ ერთი რამ – ისინი აძლევდნენ მოთამაშეებს საშუალებას ემოძრავათ. ასე მოევლინა სათამაშო მსოფლიოს Microsoft Kinect (ყოფილი Project Natal) და ასევე დღევანდელი მიმოხილვის ობიექტი – PlayStation Move.
სინამდვილეში მოვლენები ვითარდებოდა ცოტა განსხვავებულად, და ის, რაც დღეს ცნობილია PlayStation Move-ის სახით, წლების მანძილზე მუშავდებოდა Sony-ის ლაბორატორიებში. პირველად სისტემამ ნაწილობრივი განსახიერება ჰპოვა შორეულ 2003-ში, როდესაც კომპანიამ წარმოადგინა ახალი ტიპის კონტროლერი – EyeToy, სპეციალური ვებ-კამერა, რომელიც Microsoft Kinect-ის პრინციპით მუშაობდა, უბრალოდ ნაკლები სიზუსტით (მოთამაშეები ზოგჯერ ავეჯში ეშლებოდა), რის გამოც საბოლოოდ წარმოებიდან მოიხსნა. თუმცა Wii-ის მოულოდნელი წარმატების შემდეგ, Sony-იმ გადაიფიქრა და გადაწყვიტა აეღორძინებინა მიტოვებული ტექნოლოგია. მან დახვეწა, გააუმჯობესა და გაანახლა ყველაფერი, რაც კი შეეძლო და მეორედ მოავლინა კონტროლერი ამ ქვეყნად, ოღონდ უკვე PlayStation Move-ის სახელით. ვებ-კამერას დაემატა ხელში დასაჭერი კონტროლერი, აღქმის სიზუსტის გასაზრდელად.
2009 წელს ჯერ კიდევ პროტოტიპის ფორმით განხორციელდა Move-ის პრეზენტაცია E3 კონფერენციაზე, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ მან დაიკავა თავისი ღირსეული ადგილი მაღაზიების თაროებზე. გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში გაიყიდა 4 მილიონზე მეტი ცალი, ასე რომ, საქმე გვაქვს საკმაოდ წარმატებულ პროდუქტთან. საკუთრივ PlayStation 3-ზე აღარ ვილაპარაკებთ, ის ბაზარზე აგერ უკვე ხუთი წელია რაც არსებობს. Slim ვერსიის გამოსვლამაც დიდი არაფერი შეცვალა. ასე რომ, გადავიდეთ უშუალოდ PS Move-ზე. ფერად ფერად ყუთში საკუთრივ კონტროლერის გარდა მოთავსებულია კამერა – PlayStation Eye (პრაქტიკულად EyeToy-ის იდენტური), ვიდეო სახელმძღვანელო დისკზე, და მოკლე ქაღალდის ინსტრუქცია. კაბელი USB-to-miniUSB, რომელის საჭირო არის იმისთვის, რომ კონსოლმა ამოიცნოს კონტროლერი, კომპლექტში წარმოდგენილი არ არის, იგულისხმება, რომ ის მომხმარებელს უკვე უნდა ჰქონდეს, რადგან ის მოყვება კონსოლს. ასევე შესაძლებელია კონტროლერის, ანუ როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ – PlayStation Move Motion-ის შეძენა ცალკე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია კიდევ ორი ტიპის აქსესუარე – PlaStation Move Navigation Controller, რომელიც გამოგადგებათ ზოგიერთ თამაშში, და ასევე PlayStation Move Shooting Attachment, რომელიც არ იქნება ზედმეტი სხვადასხვაგვარ შუტერებში. ვიზუალურად კონტროლერი ყველაზე უფრო წააგავს მიკროფონს: მოგრძო სახელური, რომლის ბოლოზე დამაგრებულია სფერო. ადგილზევე იმყოფება ღილაკების ჩვეული ნაკრები გეომეტრიული პიქტოგრამებით, ღილაკი PS და არა ნაკლებ სტანდარტული Start და Select – გვერდებზე. თუმცა აქ ვერ იპოვით ვერც ანალოგურ ჯოისტიკს, ვერც 8-პოზიციურ D-Pad-ს და ვერც შიფტებს. სამაგიეროდ არის ახალი ღილაკები: ჩახმახი T (მოწყობილობის ქვედა მხარეზე), რომელიც განკუთვნილია მაჩვენებელი თითისთვის, და ღილაკი Move (ზედა მხარეზე) – ცერა თითისთვის. უკანა მხრიდან კონტროლერს გააჩნია mini-USB პორტი, რომელიც გამოიყენება მოწყობილობის დასატენად და ასევე კონსოლთან დაწყვილებისთვის. გვერდზე მდებარეობს კონექტორი Move Navigation Controller-ის შესაერთებლად – შედეგად გამოდის ერთგვარი ნუნჩაკი. კონტროლერის აგებულება გათვლილია დეტალურად, ზომა, წონა, ფორმა. სხვათა შორის Wiimote არსებითად უფრო მძიმეა. იგივე მიზნებს ემსახურება მის ბოლოზე დამაგრებული სფერო რბილი სილიკონისგან. კამერა PlayStation Eye ერთ დროს იყიდებოდა ცალკე და არსებობს თამაშები, სადაც მუშაობს მხოლოდ კამერა, Move-ის გარეშე. თუმცა არაფერ განსაკუთრებულს ის არ წარმოადგენს. ჩვეულებრივი ვებ-კამერა SD-გარჩევადობით, მიკროფონების მასივით და ობიექტივის გადართვის შესაძლებლობით ფართო და ვიწრო კუთხეებს შორის. უკავშირდება კონსოლს USB-ის მეშვეობით. ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ PlayStation Move არის უბრალოდ Wii Remote-ის ასლი. თუმცა რაოდენაც არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს კონტროლერები, ყველაზე მეტად ისინი განსხვავდებიან ზუსტად მუშაობის პრინციპით. Wii Remote-ს შიგნით გააჩნია აქსელერომეტრი, Bluetooth-ადაპტერი და IR-მიმღები. კონტროლერის მოძრაობა აღიქმება აქსელერომეტრის მეშვეობით, ხოლო ის თუ საითკენ არის მიმართული ის – IR-სენსორის მეშვეობით, რომელიც იჭერს სიგნალებს ტელევიზორის ქვეშ მოთავსებული სპეციალური პანელიდან. შეგროვილი მონაცემები მიეწოდება კონსოლს Bluetooth პროტოკოლით. მაგრამ როგორც აჩვენა პრაქტიკამ, მოცემული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს სათანადო პოზიციონირების სიზუსტეს და ეს აღიარა თავად Nintendo-მ, როდესაც გამოუშვა ბაზარზე აქსესუარი Wii MotionPlus ერთი ორღერძოვანი და ერთი ერთღერძოვანი გიროსკოპებით. PlayStation Move-ის შემთხვევაში ყველაფერი არსებითად უფრო რთულია. თავად კონტროლერს შიგნით ჩაშენებული აქვს სამღერძიანი MEMS-გიროსკოპი, აქსელერომეტრი და გეომაგნიტური სენსორი (მაგნიტომეტრი). პირველი ორი იძლევა მანიპულატორის მოძრაობის აღქმის შესაძლებლობას, ხოლო ბოლო ერთი განსაზღვრავს მოთამაშის ადგილმდებარეობას დედამიწის ღერძის მიმართ, რითაც შეაქვს კორექტივები აქსელერომეტრისა და გიროსკოპის მიერ მოპოვებულ მონაცემებში. გარდა ამისა, ვებ-კამერა თვალს ადევნებს მოთამაშის მოძრაობებს და ამით ადგენს კონტროლერის საშუალებით ჩატარებული ილეთის ხასიათს. ასე მაგალითად, თუ ფრენბურთში თქვენ უცებ მოიქნევთ ერთ ხელს, სისტემა იფიქრებს, რომ თქვენ ცდილობთ შეტევის მოგერიებას, ხოლო თუ ორს – გსურთ რბილი პასის გადაცემა. მიკროფონები გამოიყენება ვიდეო კონფერენციებისთვის სხვა მოთამაშეებთან, და ასევე ზოგიერთ თამაშში, სადაც მნიშვნელობა აქვს ბგერის წყაროს ადგილმდებარეობას სივრცეში. კამერა ასრულებს კიდევ ერთ ფუნქციას. კონტროლერის ბოლოზე განთავსებული სფეროს მეშვეობით, რომელიც ანათებს სხვადასხვა ფერებით, ის აზუსტებს Move-ის გადაადგილებას სივრცეში. ასევე ზოგიერთ თამაშში ის გამოიყენება დამატებითი რეალობის უზრუნველსაყოფად: კამერა გამოსახავს ეკრანზე მის წინაშე მიმდინარე მოვლენებს და ავსებს მათ დამატებითი სათამაშო ელემენტებით, ხმლით ან ჩოგანით და ა.შ. ისევე როგორც Wiimote, PlayStation Move-იც ურთიერთქმედებს კონსოლთან Bluetooth 2.0-ის მეშვეობით.