loading...

«

»

მაი 21

ინფრაწითელი სენსორული პანელი ZeroTouch

სენსორული დისპლეები დღეისათვის აბსოლუტურად განსხვავებულ მოწყობილობებში გამოიყენება; თითქოსდა ტექნოლოგიურ ასპექტში უახლოეს მომავალში არაფერი პრინციპიალურად ახალი არ უნდა გამოჩნდეს, რადგანაც ამჟამინდელი ტაჩ-პანელები ყველა მოთხოვნას პასუხობს და სრულიად აკმაყოფილებს მომხმარებელს. მიუხედავად ამისა, ტეხასის უნივერსიტეტის A&M ახალგაზრდა სპეციალისტებმა ალტერნატიული ტექნოლოგია წარმოადგინეს — ინფრაწითელი მულტისენსორული პანელი, რომელიც ოფიციალურად ვანკუვერში კონფერენციაზე CHI (Computer Human Interaction) იქნება წარმოდგენილი.

ჯონათან მელერი (Jonathan Moeller), პროექტის ერთ-ერთი მონაწილე უნივერსიტეტთან A&M არსებული ლაბორატორიიდან Interface Ecology Lab, სენსორული ეკრანი აღწერა როგორც ჩარჩო, რომელიც ათასობით ინფრაწითელ სხივს გამოასხივებს, და სენსორები, რომლებიც მათ  კვეთას უთვალთვალებს. მიიღება რაღაც ოპტიკური სინათლის ველის მსგავსი. პერიმეტრის გარშემო განთავსებული 256 ინფრაწითელი სენსორი მიღებულ მონაცემებს პირდაპირ კომპიუტერს გადასცემენ. შედეგად, ასეთი ჩარჩოს ნებისმიერ ეკრანზე დაყენებით (გამონაკლისის გარეშე), იგი შეიძლება მულტისენსორულად აქციოთ.

გამოგონებას ტრადიციულ სენსორულ პანელებთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ოპტიკური სენსორული პანელი ნებისმიერი საგნის შეხებაზე რეაგირებს, მათ შორის თითებისაც და სტილუსისაც. მეორე, ჩარჩოს მუშაობა ეკრანის გარეშეც შეუძლია, მიიღება რაღაც ვირტუალური სიბრტყის მსგავსი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი კომპიუტერს სივრცით ჟესტურ ბრძანებებს გადასცემს.

წყარო: gizmowatch.com