loading...

«

»

მაი 24

მოდინგი: შთამბეჭდავი Tron Lightcycle PC

ფილმის Tron Legacy “თანმხლებ კომპლექტში” მგონი უკვე ყველაფერია: ფუტურისტული კომპიუტერული პერიფერია, თემატური სკეიტი, და ბოლოს, ნამდვილი შუქციკლი. თუმცა, ეს ნეონური ციფრული სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა გონებას კვლავაც აწვალებენ – ამჯერად თქვენს ყურადღება გავამახვილებთ კომპიუტერის კორპუსზე, რომელიც კონკურსზე Cooler Master კატეგორიაში «სუფთა ფურცლიდან აგებული» წარმოადგინეს.

ავტორმა დიდხანს იმუშავა SketchUp-ში, შუქციკლის ფორმის კორპუსის მოდელირებისას, რომელშიც სრულზომიანი  ATX-პლატის ბაზაზე წყლის გაგრილების მქონე სისტემის დატევა იქნებოდა შესაძლებელი. ვირტუალური გათვლების შემდგომ მუყაოს მაკეტის შექმნის დროც მოვიდა – თავიდან ნახევარ მასშტაბში, შემდგომ კი აქტუალურში. ფორუმზე Cooler Master დაინტერესებულ პირებს პროექტზე მუშაობის დაწვრილებითი ისტორია ელოდებათ ათობით ფოტოთი და ავტორის ახსნა-განმარტებებით.

უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული, თუმცა შედეგად ლურჯად მანათობელმა შუქციკლმა ძრავის განყოფილებაში მწარმოებლური სისტემა მიიღო. “მოტოციკლს” ყველა შანსი აქვს 2011 Cooler Master Casemod Competition მოიგოს, თუმცა პრიზები საკმაოდ ბანალურია – Cooler Master-ის სტანდარტული კორპუსები, რომლებიც კომპონენტების სოლიდური ნაკრებითაა დაკომპლექტებული.

წყარო: Bods Mods