loading...

«

»

ივნ 07

ელექტროსკუტერის Honda Chopper კონცეპტი

დიზაინერმა პიტერ ნორისმა (Peter Norris), რომელსაც კომპანიასთან Pininfarina თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, საკუთარი “სოლო” კონცეპტი წარმოადგინა ელექტრო სკუტერისა Honda Chopper. ამ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალების დიზაინში სხვადასხვა ელემენტია გაერთიანებული: სამედიცინო მანქანები, გასული წლების 70-80 წლების მოტოსტილი, აგრეთვე ცოტაოდენი იაპონური ფანტასტიკური ანიმე.

დაგრძელებული წინა საკიდარის, გაზრდილი ფეხის დასადგამებისა და აგრეთვე უკან გაწეული საჯდომის მქონე მოტოციკლის ზომები მცირეა. რადგანაც ეს კონცეპტია, Honda Chopper-ის მოძრაობას ორი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომლებიც უშუალოდ ბორბლებშია მოთავსებული. ეს მოტოციკლის სიმძიმის ცენტრის მდგომარეობას ამცირებს და მას უფრო მდგრადად აქცევს, ზრდის გადაადგილების ეფექტურობას და მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა ნულამდე დაჰყავს. სამწუხაროდ, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, იგეგმება თუ არა რეალური პროტოტიპის შექმნა.

წყარო: topspeed.com

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>