loading...

«

»

ივნ 09

მეცნიერებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს დნმ-ზე კომპიუტერების მიმართულებით

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა არსებულთა შორის ყველაზე რთული ბიოქიმიური ჯაჭვი შექმნა. მკვლევარებმა დნმ-ის ბაზაზე კომპიუტერის გაკეთება შესძლეს, რომელსაც კვადრატული ფესვის გამოთვლა შეუძლია.

აქამდე არსებული ლაბორატორიული ეგზემპლარები, რომლებიც მეცნიერებმა შექმნეს, გაცილებით მარტივი იყო, ნაკლებად საიმედო და მასშტაბირებისას არაპროგნოზირებადი. იმავდროულად, ამ ტიპის მსხვილი და რთული ელემენტების შექმნისას დარეგულირებისას სირთულეებს იწვევს. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა მიდგომა მარტივი სტანდარტიზებული სტრუქტურების შექმნაში მდგომარეობს, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან მასშტაბირებასა და დიდი საიმედოობით გამოირჩევიან.

«წარმოიდგინეთ კომპიუტერული ინდუსტრია, სადაც ინჟინრები მუდმივად მოძრაობენ უფრო მარტივიდან რთულისკენ, რითიც პროგრესს უზრუნველყოფენ. დაახლოებით იგივეს ვაკეთებთ ჩვენ, ბიოქიმიური სტრუქტურის საფუძველზე გამოთვლითი მოწყობილობების შექმნით. რასაც ახლა მივაღწიეთ, მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მომავალში იგი რთული გამოთვლითი მოწყობილობების შესაქმნელ ბაზად იქცევა, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდებიან ნახევრადგამტარულისგან», – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ ლულუ ციანმა.

მუშაობისას მეცნიერებმა დნმ-ის მოლეკულის ფრაგმენტები გამოიყენეს, რათა ლოგიკური განშტოებების ჯაჭვები შეექმნათ. ასეთი ელემენტები იგივე ფუნქციებს ასრულებენ, რასაც კრემნიუმის მიკროსქემის კრისტალში არსებული ტრანზისტორები.

მომავალში მსგავსი კვლევები კაცობრიობას პრინციპულად ახალი კომპიუტერების შექმნაში დაეხმარება, რომლებიც ნანოელექტრონიკაში არსებული პრობლემების გადალახვას შესძლებენ, კერძოდ, ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი შემცირების აუცილებლობა, რომელსაც გარკვეული ზღვარი გააჩნია.

წყარო: tgdaily.com