ივნ 09

საერთაშორისო კონკურს წლის საუკეთესო ძრავის ჟიურიმ, რომელშიც 36 ქვეყნის 76 საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა, გამარჯვება „ფიატ-ის” სერია „ტუინეარის” ორცილინდრიან ძრავს მიანიჭა, რომლის მუშა მოცულობაც 0.875 ლიტრია.

გარდა ამისა, ამავე აგრეგატმა წლის საუკეთესო ახალი ძრავის, საუკეთესო „მწვანე ძრავის” და ერთ ლიტრამდე მოცულობის მქონე ძრავებში საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.

სპორტულ და 4.0 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავებს შორის, საუკეთესოდ „ფერარის” 4.5-ლიტრიანი V8 აგრეგატი აღიარეს, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს და რომლითაც პოპულარული „458 იტალია” არის აღჭურვილი.

1.0-დან 1.4 ლიტრამდე მოცულობის ძრავებში, პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ, „ფოლკსვაგენის” 1.4-ლიტრიანმა აგრეგატმა მოიპოვა, რომელსაც ორი დამჭირხნი – მექანიკური და ტურბო, ემსახურება.

1.4-დან 1.8 ლიტრამდე ძრავებში საუკეთესოდ, ჟიურიმ „ბეემვესა” და „პეჟო-სიტროენის” მიერ ერთობლივად შემუშავებული 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი დაასახელა. ამ ძრავმაც ესოდენ საპატიო აღიარება ზედიზედ მეორედ მიიღო. ცნობისათვის, გამარჯვებული აგრეგატით, „მინის” და ფრანგული კომპანიების ავტომობილებია აღჭურვილი.

ბავარიული კომპანიის ძრავებმა სამ კატეგორიაში გაიმარჯვეს. 1.8-დან 2.0 ლიტრამდე კატეგორიაში საუკეთესოდ, „ბეემვეს” 2.0-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი დასახელდა, 2.5-3.0-ლიტრიან ძრავებში, ასევე „ბეემვეს” 3.0-ლიტრიანი ტუინ-ტურბო დიზელი აღიარეს, 3.0-4.0-ლიტრიან აგრეგატებში კი, საუკეთესოდ ბავარიული M3-ის 3.0-ლიტრიანი V8 სცნეს.

2.0-დან 2.5-ლიტრიან ძრავებში, ზედიზედ მეორედ, საუკეთესოდ „აუდის” 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატი დასახელდა, რომელსაც ინგოლშტადტელები სპორტულ მოდელ TT RS-ის გაძლიერებულ ვერსიაზე იყენებენ.

ცნობისათვის, შარშან და შარშანწინ, წლის საუკეთესო ძრავის წოდებით „ფოლკსვაგენის” 1.4-ლიტრიანი (ორმაგი ჩაბერვით) აგრეგატი დაჯილდოვდა. მანამდე სამი წლის განმავლობაში კი ამ საპატიო ჯილდოს მხოლოდ „ბეემვეს” ძრავები ეუფლებოდნენ: 2006 წელს ეს იყო V10, რომლითაც M5 და M6 მოდელებია აღჭურვილი, 2007 და 2008 წლებში კი საუკეთესო მათივე 2.0-ლიტრიანი ორტურბოიანი V8 გახდა.

 

წყარო: 24saati.ge

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

*****1vote

გამოხატე შენი აზრი