loading...

«

»

ივნ 11

EDWARD: ორიგინალური ელექტრული სატრანსპორტო საშუალება

დღეს დღეობით ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები თითქმის ყოველდღე ჩნდება, თუმცა ყველა მათგანი ასე თუ ისე ერთმანეთს ჰგავს, მიუხედავად მოჩვენებითი მრავალფეროვნებისა. საერთო მასიდან გამორჩევა ორიგინალური მანქანის EDWARD შემქმნელებმა გადაწყვიტეს, იგი სხვა ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალებების ღირსეული ალტერნატივაა.

მისი ავტორები ადელაიდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მანქანის დასახელება EDWARD იშიფრება როგორც Electric Diwheel With Active Rotation Damping ან «ელექტრული ორბორბალა აქტიური ბრუნვითი ამორტიზაციით». EDWARD ორი დიდი ბორბლისგან შედგება, რომლებიც მოძრაობაში ელექტროძრავით მოდიან, რომელიც სკამის ქვეშაა განთავსებული, სკამი კი თავის მხრივ ამ ბორბლებს შორისაა მოთავსებული. მანქანის პირველი გამოცდებისას აღმოჩნდა, რომ სკამი მოძრაობისას ძალიან აქტიურად ტრიალდება განივა ღერძის გარშემო.

თუ კი ადამიანს რამოდენიმეჯერ სურს გაისეირნოს ამ ტექნიკის საოცრებით, მაშინ სკამის რყევები შეიძლება კონსტრუქციის სასიამოვნო თავისებურებად აღვიქვათ, თუმცა მუდმივი მოძრაობისას ამ ავტომობილის მძღოლისთვის ქრონიკული ზღვის დაავადებაა უზრუნველყოფილი. ამიტომ, ავტორებმა კონსტრუქციას სტაბილიზაციის სისტემა დაუმატეს, მაგრამ ამასთან ერთად, მბრუნავი სკამი გამოიყენეს ერთ-ერთი ხერხის სახით იმ პირებისთვის, ვისაც ექსტრიმი უყვარს. გათვლილია სტაბილიზაციის სისტემის სრული გათიშვის შესაძლებლობაც. თუ კი ავტორები პროექტზე მუშაობას განაგრძობენ და მგზავრის ნამდვილად სტაბილურ პოზციას უზრუნველყოფენ, EDWARD-ს ყველა შანსი აქვს წარმატებულ პროდუქტად იქცეს. თუ კი რა თქმა უნდა ფასიც მისაღები იქნება.

წყარო: ohgizmo.com

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>