loading...

«

»

ივნ 14

Hoverbike: მოტოციკლისა და ვერტმფრენის ჰიბრიდი

დასახელება Hoverbike ან «მფრინავი ბაიკი» ტრადიციულ მოტოციკლებთან ასოციაციას იწვევს, რომლებიც ბორბლებზე კი არ გადაადგილდებიან, არამედ დედამიწიდან მცირე მანძილით კიდიან, როგორც “ვარსკვლავური ომების” მეექვსე სერიაში. თუმცა, ავსტრალიელმა კრის მალოიმ (Chris Malloy), პროექტის ავტორმა, საკუთარი ნამუშევრის ოდნავ განსხვავებული კლასიფიცირება მოახდინა; იგი Hoverbike-ს საფრენ აპარატებს განაკუთვნებს, ესაა ვერტმფრენი და არა მიწისზედა სატრანსპორტო საშუალება. ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე.

ჰაერში ასაფრენად Hoverbike პროპელერებს იყენებს, რომლებიც სკამის წინ და უკან არიან განთავსებულნი, ისინი მოძრაობაში 1.17 ლიტრი მოცულობის ოთხტაქტიან ძრავს მოჰყავს. თეორიულად ეს მანქანას 277 კმ/სთ სიჩქარის განვითარების და 3 ათას მეტრამდე ასვლის შესაძლებლობას აძლევს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაში, რადგანაც ავტორს მანქანა საველე პირობებში ჯერჯერობით არ  გამოუცდია, მას სურს დარწმუნდეს, რომ ტესტირება საკმაოდ უსაფრთხო იქნება.

Hoverbike კევლარის (კარბონისა და ქაფის დამატებით) კორპუსშია მოთავსებული, რაც საკმაოდ მაღალ მდგრადობას უზრუნველყოფს მინიმალური წონისას. პროპელერის ვინტები ტასმანიური მუხისგანაა დამზადებული, რომელიც აგრეთვე კარბონის კორპუსითაა დაფარული. იმდენად, რამდენადაც ვინტები საპირისპირო მიმართულებებით ბრუნავენ, კუდის პროპელერი აუცილებელი აღარაა. მართვა რამოდენიმე ბერკეტით ხორციელდება, რომლებიც მოძრაობის მიმართულებას, სიმაღლესა და სიჩქარეს აკონტროლებენ, სტანდარტული 30-ლიტრიანი საწვავის ავზი კი 150 კმ მანძილის საშუალო სიჩქარით 150 კმ/სთ გავლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. კრისი ვერტმფრენების Hoverbike გამოშვებას უკვე წელს გეგმავს. წინასწარი მონაცემებით მათი ღირებულება 40 ათასი დოლარი იქნება.

წყარო: ohgizmo.com

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>