ივნ 16

 

გაგრძელებაში იხილეთ პატრიარქის ლექსი ”ყველაფერი კარგად იქნება!”

 

 

ყველაფერი კარგად იქნება!

ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ …შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!

 

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

*****6votes

13 კომენტარების ფოსტზე “ყველაფერი კარგად იქნება!(ლექსი)”

  1. 1. ლალი:

    avatarღმერთო, წყალობა არ მოაკლო ჩვენს პატრიარქს :!::!:

  2. 2. zoia:

    avatarდღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს

  3. 3. თამუნა:

    avatarღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. ეს ლექსი არის სულის წამალი…….

  4. 4. salo-megahope:

    avatarუმშვენიერესი ლექსია ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს რწმენა ნურასდროს დაგვეკარგოს და პატრიარქი დიდხანს, დიდხანს გვიცოცხლოს

  5. 5. eliko:

    avatarუფალი გვფარავდესსს

  6. 6. გულადი:

    avatarუბრწტინვალესო თკვენ საპატრიარქოს რადიოში წაიკითხეთ თქვენდამი მოწერილი პატარა წერილი აზრი ასეთი იყო …მთვარე დავტოვე სახლის დარაჯადო …ლუკმაპურისთვის საშოვარზე წასული კაცის ნუგეშად თკვენ პასუხობდით ყველაფერი კარგად იქნებაო ეს ლექსი ყველას ნუგეშია და თქვენ ხართ თვითონ ნუგეში ჩვენი ერის ხალხის დღესაც ხვალ მომავალში და სანამ საქართველოში ყურძნის მტევანი დაიწურება ….თქვენი ყველა სიტყვა მიყვარს ძალას მძენს და გათენებული დღე მიხარია

  7. 7. ანი:

    avatarძალიან კარგი ლექსია! :D:D:D:D

  8. 8. anini:

    avatarmagaრი ლექსია! ცხოვრებას გასწავლის!

  9. 9. ვაკო:

    avatarმამშვიდებს ეს ლექსი…. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!

  10. 10. იაშა ნადირაძე:

    avatarარ არის ეს პატრიარქის ლექსი და ამას არცააქ მნიშვნელობა.ველამ კარგად ვიცით ისედაც თუ ვინ და რა ფენომენია ჩვენთვის ის და არ არის აუცილებელი მას მივაწეროთ თუნდაც ეს ლექსიც. ჩემი აზრით ეს ლექსი ყველა იმ ადამიანის დაწერილია ვინც იგივეს ფიქრობს როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად.
    მთავარი არარის ვინ დაწერა ეს ლექსი,არც ისაა მთავარი ლექსია თუ არა ,არც ისაა მთავარი რითმა აქვს თუ არა მთავარი რაც დასანახია მისი აზრი და ქადაგებაა.
    უფალი გფარავდეთ ყველას :)

  11. 11. ლალი:

    avatarყოველთვის მეხმარება ეს ლექსი როცა ცუდად ვარ ))

  12. 12. ანი:

    avatarეს ლექსი არის ცხოვრების მასწავლებელი და დიდი მადლობა პატრიარქს სწორ გზაზე რომ გვაყენებს ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს *IN LOVE*

  13. 13. ირინა:

    avatarღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი,ის ჩემი ორი შვილის ნათლიაა.დიდი მადლობა მას ასეთი ლექსის შექმნისთვის.თითოეულ მის სიტყვაში სიბრძნეა გამოხატული.უფალი ჰფარავდეს მას და სრულიად საქართველოს!ამინ! *IN LOVE*

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *