loading...

«

»

ივნ 16

CES 2011: Samsung-ის დრეკადი AMOLED-დისპლეის საოცარი და შეუძლებელი კონცეპტი

გამოფენაზე CES 2011 წარმოდგენილი პროდუქტების უმეტესობა დიდი მომავლის მქონე სიახლეებთან შეხვედრაა, მაგრამ საკმარისია კი ეს ასეთი მასშტაბის ღონისძიებისთვის? კომპანიამ Samsung რაღაც უფრო საინტერესო მოამზადა — მწარმოებელმა წარმოადგინა მედიაფლეერის პროტოტიპი ზეთხელი და დრეკადი AMOLED-დისპლეით.

პანელის დიაგონალია 4,5 დიუმი და დღეისათვის სტანდარტული WVGA-გარჩევადობა (840×480 წერტილი) აქვს, სიკაშკაშე და სიმკვეთრე სრულიად შეესაბამება ყველა დღეისათვის არსებულ AMOLED-ანალოგს. დისპლეი გამოსახავს სრულზომიან ვიდეოს და იღუნება. ძალიან მარტივად და თავისუფლად იღუნება. შეგიძლიათ ცილინდრის სახით მისი დახვევა, რომლის დიამეტრი ერთი-ორი სანტიმეტრი იქნება, რაც პლასტიკისა და ლითონის ფოლგის დგარის დამსახურებაა. დისპლეის სისქეა 0.3 მმ. როგორც Samsung-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანია უკვე მუშაობს ტექნოლოგიის ადაპტაციაზე მასობრივი წარმოებისთვის, თუმცა ვადებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

წყარო: dvice.com