loading...

«

»

ივლ 07

იაპონიამ იშვიათი მინერალების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა

იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰაი-ტეკ ინდუსტრიისთვის. ისინი გამოიყენება LED-პანელების, შუქმგრძნობიარე მატრიცების, ელექტროძრავების, ხისტი დისკების, ბატარეებისა და ელექტრონიკის მრავალი სხვა სახეობის წარმოებისას. ამ მომენტისათვის ჩინეთს იშვიათი მინერალების მსოფლიო მიწოდების 97% ეკუთვნის, თუმცა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, იაპონურმა კვლევითმა ჯგუფმა წყნარი ოეკანის ფსკერზე იშვიათი წიაღისეულის დიდი მარაგი აღმოაჩინა. აღმოჩენა დადასტურებულია გრუნტის ნიმუშებით, რომლებიც 3500-დან 6000 მ-ის სიღრმეზე 78 ადგილიდანაა ამოღებული. ბუდობი საერთაშორისო წყლებშია და ჰავაიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული, აგრეთვე ტაიტისა და საფრანგეთის პოლინეზიის აღმოსავლეთით.

სპეციალისტების შეფასებით, ნაპოვნი ბუდობები 80-დან 100 მლრდ-მდე მეტრულ ტონა იშვიათ წიაღისეულს შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე გლობალურ მარაგს 100 მლნ ტონის დონეზე, რომლებიც ძირითადად ჩინეთში, რუსეთსა და აშშ-ია განლაგებული. ბატონმა კატომ აღმოჩენილი ბუდობების დამუშავების მიახლოებითი ვადების შესახებაც არაფერი თქვა, თუმცა ნათელია, რომ იაპონია ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მოწოდებასთან გამოთხოვების ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

წყარო: reuters.com & aqualung.ge