loading...

«

»

აგვ 07

ცხოვრება გრძნობების გარეშე

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ადამიანებსაც და ცხოველებსაც,უფრო სწორედ იმ ადამიანებს და იმ ცხოველებს რომლებსაც არავინ ჰყავთ,მათაც სჭირდებათ სითბო და სიყვარული,ზოგი ცხოველი კი ბევრ ადამიანს ჯობია

პოსტს დავიწყებ ბავშთა თავშესაფარში მიბარებული ბავშვებით,იმ ბავშვებით რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ მშობლის სითბო,რომლებსაც პატრონი მხოლოდ 18 წლამდე ჰყავთ მერე კი თვითონაც არ იციან რა ქნან..ყველა ასეთ ბავშვს გაუჩნდება შეკითხვა “რატომ მიმატოვე დედა?”,პასუხს კი ვერ პოულობენ,ეს ბავშვები ყოვლად მოკლებულნი არიან მშობლის სიყვარულს და მშობლის სიყვარულს ვერცერთი აღმზრდელი ვერ შეცვლის,ხდებიან 18 წლის და იწყებენ ცხოვრებას ოღონდ თითონაც არ იციან როგორ ირჩინონ თავი,ბევრი ბიჭი ქურდობით ირჩენს თავს,ბევრ გოგოს კი სხვა გამოსავალი რომ არ აქვს სხეულს ყიდის,ქურდობით რა თქმა უნდა საფრთხეში იგდებენ თავს და შეიძლება კიდე მოუწიოთ 4 კედელს შუა ყოფნა ოღონდ ამჯერად აღმზრდელის გარეშე,იქ აღმზრდელს ზედამხედველი ცვლის,ბევრი მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს,იმ ადგილებში რომელიც ხალხს დავიწყებული აქვს,ისინი არავის ენდობიან რადგან არავინ ენდობა,არავინ უყვართ რადგან არავის უყვარს ისინი,არავის პატიობენ რადგან არავინ პოტიობს მათ შეცდომებს,ეს არ იყო ამათი ოცნება,მათაც ჰქონდათ ოცნებები,მათაც უნდოდათ პრეზიდენტები ან კოსმონავტები ყოფილიყვნენ,ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან ისევე როგრც ჩვენ და მათაც სჭირდებათ სითბო,ესეთები კი მხოლოდ იმიტომ გახდნენ რომ დედამ მათზე უარი თქვა,უარი თქვა ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქარზე,უარი თქვა ეგრძნო შვილის ჩახუტება,ამ ბავშვებს არ აქვთ განცდილი სკოლის მერხებზე ჯდომა რომელსაც თეთრ ბაფთიანი გოგო ამშვენებს,არ აქვთ განცდილი პირველი უთიანის სიხარული და პირველი ორიანის მწუხარება,არ აქვთ განცდილი ბოლო ზარის მოლოდინი და ემოციები,კლასელებთან განშორების წუთები და უნივერსიტეტის კარის შეღება,ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ დედამ ან მამამ მიატოვა და ცხოვრება დაუმახინჯა,ალბათ ყველა ნატრობს ნეტა აქედან გავიდე და მარტო ვიცხოვროო,როცა გამოდიან გრზნობენ ხალხის ზიზღს,აგრესიას,აგრესიას რომელიც სულ არაფრისგან მოდის,ხედავენ როგორ მათხოვრობს ხალხი ფულის გამო,როგორ დგას დედა თავის შვილთან ერთად რომ 5-10 თეთრი იშოვოს თავისი შვილისთვის,როგორ მათხოვრობს ინვალიდი ადამიანი იმისთვის რომ პური შეჭამოსიქიდან გამუსულები იმწამსვე ხვდებიან რომ ამ ცხოვრებაში მთავარი ფულია,ის ინვალიდი შეიძლება პროფესორი იყო მაგრამ ფეხი მოაჭროს და ყველამ მიატოვა ფიზიკურობის გამო,ამ ცხოვრებაში მთავარი წოდება კი არა ფულია…

რა არის ფული?! ფული არის ძლიერი ქაღალდი რომელიც მთელ მსოფლიოს ამოზრავებს,გიფიქრიათ იმაზე ფული რომ არ იყოს რა მოხდებოდა?ალბათ ისევ შუბი გვეჭირებოდა და ლეღვის ფოთოლი გვექნებოდა აფარებული,ფულის გამო პროფესორიც იბრძვის და მათხოვარიც,პარლამენტარიც და მოახლეც,ყველა იმისთვის ქმნის რაღაცას რომ ფული აიღოს და ფულს იმიტომ იღებს რომ რაღაც შექმნას,უფულო ადამიანი არაფერი არ არის..

ეხლა კი მინდა ცხოველებზე ვილაპარაკო,უფრო სწორედ იმ ცხოველზე რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვრას და ვაფასებ,ეს არის ძაღლი,ალბათ ყველა უბანში არის უპატრონო ძაღლი რომელსაც “ჩორნა” ან “ზარბაზანა” ქვია,ეს ძაღლები კი იმიტომ არიან სხვებზე ნაკლები რომ მათ სუფთა სისხლი არ აქვთ,ტვინით და მოხერხებით კი ბევრ სუფთა სისხლიან ძაღლს ჯობია,ყველაზე კარგად გაწრთვნილი ძაღლი 2 დღეც ვერ გაძლებს გარეთ პატრონის გარეშე იმიტომ რომ ის სუფთა ჭამას და მოვლას არის მიჩვეული,ელემენტარულ საჭმელს ვერ მოიპოვებს და მოკვდება,ესენი კი მთელი 7-8 წელი თავისით მოიპოვენებენ საცხოვრებელსაც და საჭმელსაც,რატომღაც ადამიანებს გონიათ რომ ამ ძაღლებს არ გააჩნიათ გრძნობები,ისედაც დაჩაგრულებს კიდევ ჩაგრავენ,ხან ქვას ესვრიან ხან ხის ტოტს და ზოგიც კლავს კიდეც,როცა კლავ სულ ერთია ადამიანი იქნება თუ ლოკოკინა ცოდვაში გეთველბა რადგან არ გაქ იმის უფლება რომელიმე ცოცხალ არსებას სიცოცხლე შეუმოკლო,უბრალოდ ლოკოკინას როცა კლავ სინდისი არ გაწუხებს და ადამიანის მოკვლისას სინდისი გტანჯავს,ლოკოკინა კი ზოგ ადამაინზე მეტ სარგებელს ქმნის ბუნებისთვის,ადამიანი თავის სახლში წრუწუნასაც კლავს და მხოლოდ იმიტომ რომ წრუწუნა არ მოსწონს,წრუწუნას ადამაინისთვის ოქრო რომ მოჰქონდეს მოკვლის მაგივრად მოაშენებდა,უცბად შეუყვარდებოდა წრუწუნა,ადამაინი მხოლოდ სარგებელზე ფიქრობს და სტატუსი მისთვის სულ ერთია,როგორც წეღან ავღნიშნე სულ ერთია პროფესორი იქნები,დამლაგებელი თუ წრუწუნა,მთავარია ბევრი ფული გქონდეს და ადამიანსაც შეუყვარდები,ცხოველებში კი ფული არაფერს არ ნიშნავს,მათთან მთავარი გრძნობებია და ისინი გრზნობენ კიდეც ვის უყვრას და ვის არა,არავის უჩნდება იმის სურვილი რომ თუნდაც 1 ლარის ძეხვი იყიდოს და უპატრონო ძაღლს მისცეს,არავინ ფიქრობს ამ ძარლებზე,თუმცა ძაღლებზე ვინ იფიქრებს როცა ადამიანზე არ ფიქრობენ,არავინ ცდილობს იმ უდედმამო ბავშვებს პატარა,სულ პატარა ბიძგი მისცენ ცხოვრებაში და იქნებ ისინი ქურდები არ გახდნენ,სულ ოდნავ აგრძნობინონ სითბო და სიყვარული,მათთვის ეს უფრო ძვირფასია ვიდრე 10 ან 20 ლარი,მათ ადამაინის თანადგომა სჭირდებათ,არავინ ოცნებობდა მათხოვრობაზე,ქურდობაზე ან მეძავეობაზე,ეს ცხოვრებამ აიძულა მათ,ცხოვრებამ რომელიც მათმა მშობლებმა შეუქმნეს და არავინ ცდილობს უთანაგრზნოს მათ…ნუ მოკლვათ უპატრონო ძაღლებს რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ რომ ეგეთები არიან,როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია ისე უნდა შეიქმნას ცხოველთა თავშესაფარი,ერთხელ და სამუდამოდ მიხედეთ ადამაინის და ცხოველების უფლებებს რადგან ყოველწამს ირღვევა ისინი

Luka Japaridze | Create Your Badge