loading...

«

»

სექ 28

Motorola DEFY+

მას შემდეგ, რაც მოტოროლა გახდა google_ს საკუთრება, კომპანიამ დაანონსა რამდენიმე ახალი ტელეფონი ანდროიდ ოპერაციულ სისტემაზე. ერთერთი მათგანი გახლავთ Motorola DEFY+, რომელიც გარდა თავისი ტექნიკური მახასიათებლებისა, გამორჩეული იქნება იმითაც, რომ იგი დაცულია წყლისა და მტვრისგან, ანუ თქვენ თამამად შეგეძლებათ მისი გამოყენება ნებისმიერ გარემო პირობებში.

ახალი Motorola DEFY+ აღჭურვილი იქნება ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ჩვენი დროის ტელეფონს მოეთხოვება და ასევე იგი იქნება მძლავრი მულტიმედიური მოწყობილობა.

გავეცნოთ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • ნაკაწრებისგან დაცული TFT ტიპის დისპლეი 16 მილიონი ფერით და 480 x 854 პიქსელით
  • მულტი-სენსორული ტექსტის აკრეფის რეჟიმი
  • აქსელერომეტრის სენსორი
  • MOTOBLUR UI ონლაინ ვიჯეტებით
  • 2 GB შიდა მეხსიერება + microSD ბარათის სლოტი მაქს. 32 GB მხარდაჭერით
  • 512 MB ოპერატიული მეხსიერება
  • 1 GHz პროცესორი (TI OMAP 3620)
  • 5 MP კამერა LED განათებით
  • Wi-Fi ინტერნეტი, DLNA და Wi-Fi hotspot ფუნქციებით
  • Bluetooth v2.1 A2DP და EDR მხარდაჭერით
  • Android v2.3 Gingerbread ოპერაციული სისტემა
  • GPS ნავიგაცია
  • Adobe Flash მხარდაჭერა
  • 1700 mAh მძლავრი ელემენტი
  • Facebook, Twitter, MySpace, Google Search, Maps, Gmail, YouTube, Google Talk და სხვა მრავალი პროგრამა…

გაყიდვაში Motorola DEFY+ 2011 წლის სექტემბერში გამოვა, მისი ღირებულება ჯერ უცნობია, მაგრამ მწარმოებლის განცხადებით მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

იხილეთ ვიდეო:

წყარო: mobi.ge